ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების საფრთხე-რუსული პრესის სკანდალების მორიგი ტალღა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ
ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების საფრთხე-რუსული პრესის სკანდალების მორიგი ტალღა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ
12:37 12.09.2018
რუსული ტელეკომპანიის, «ТВ Первий канал»-ის პროგრამა «Время»-მ ვრცელი სიუჟეტი გადასცა იმის შესახებ, რომ საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში მავნებელი მწერების მეშვეობით ბიოლოგიური შეტევების ცდები მიმდინარეობს.

აღნიშნულ სიუჟეტს საფუძვლად დაედო საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის პრესკონფერენცია, რომლის განცხადებითაც, ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერიმენტებს ადამიანებზეც ატარებენ.

პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ლუგარის ლაბორატორიაში ერთ დღეში 24 პაციენტი დაიღუპა, რომლებიც C ჰეპატიტზე მკურნალობდნენ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილების იდენტიფიცირება ძნელია, რადგან ლაბორატორიაში პაციენტები არა საკუთარი გვარით, არამედ სპეციალურად მინიჭებული ნომრით გადიოდნენ მკურნალობას.

იგორ გიორგაძის განცხადებითვე, თბილისში ამერიკელები ბიოლოგიური იარაღის შესახებაც ატარებენ ცდებს.

"სპეციალურად გამოყვანილი მწერები შეიძლება უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) გავრცელდეს, რომლებიც, თავის მხრივ, გამოიწვევენ მალიარიის, ტროპიკული ციებ-ცხელებისაა და სხვა დაავადებებს.

ნიშანდობლივია, რომ მოსკიტები, რომლებიც მხოლოდ კავკასიასა და თურქეთში ბინადრობენ, 2014 წლიდან მთელ სამხრეთ ევროპაში გავრცელდნენ. ამ ფაქტს ექსპერტები საქართველოში არსებული ლაბორატორიას უკავშირებენ. გარდა ამისა, ამგვარ ცენტრებში შეიძლება გენეტიკური იარაღის შემუშავებაც ხდება...

საინტერესოა, რომ 2002 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის ბიოლოგიური ლაბორატორიის ამერიკელი თანამშრომლები დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, მაგრამ ისინი დიპლომატები კი არ არიან, არამედ პენტაგონს ემსახურებიან კონტრაქტით. აშშ-ის ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტების განლაგება აკრძალულია, ამიტომ ასეთი ლაბორატორიები მთელ მსოფლიოშია განლაგებული - უკრაინაშიც, სომხეთშიც... თბილისის ცენტრის ამერიკელი მუშაკები არ ექვემდებარებიან არც საქართველოს მთავრობას, არც აშშ-ის კონგრესს და რაც მოენებებათ, იმას სჩადიან. ამ საფრთხის შეუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება. ვთქვათ და ობიექტზე ავარია მოხდა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, სად გაიქცევი?“, - აღნიშნულია რუსული ტელეკომპანიის სიუჟეტში.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE

ბეჭდვა