«Los Angeles Times» (აშშ): ქვეყანა, რომელმაც კაცობრიობას ღვინო აჩუქა
«Los Angeles Times» (აშშ): ქვეყანა, რომელმაც კაცობრიობას ღვინო აჩუქა
12:48 11.09.2018
"საქართველოს ადრე „საბჭოთა ტოსკანას“ უწოდებდნენ - საკმაოდ უცნაური სახელია იმ ქვეყნისათვის, რომელსაც მონღოლთა ურდოებიც უნახავს და წითელი არმიისაც. მაგრამ სახელი მართლაც უთავსდება: საბჭოთა კავშირში ეს ყველამ იცოდა... ღვინის წყალობით, რომელიც საქართველომ კაცობრიობას აჩუქა. ამ კავკასიურ ქვეყანაში ღვინოს ჯერ კიდევ რვა ათასი წლის წინ ამზადებდნენ, თბილისთან ახლოს. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, დაპყრობილს თუ თავისუფალს, საქართველოს ღვინო ყოველთვის ჰქონდა - განსაკუთრებით თავისი მეზობლისათვის - რუსეთისათვის"-ასე იწყება ამერიკული გამოცემის, «Los Angeles Times»-ის მიერ ჯონ ჰანდერსონის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, 1991 წლიდან, რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო რამდენჯერმე გამოუცხადა, მათ შორის 2006 წელსაც, რის შედეგად საქართველომ ღვინის ხარისხი და მარკეტინგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. სულ მალე ქართული ღვინო მსოფლიოში ძალიან ცნობილი და მოდური გახდა.

ამ ზაფხულს საქართველოში ორი კვირა გავატარე და ღვინის დამამზადებელ თითქმის 20 საწარმოს ვეწვიე, რომელიც ამ შავიზღვისპირა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, თელავთან ახლოს მდებარეობენ. აქ, დაახლოებით 90 კვ.კმ-ის ფართობზე, ქართული ღვინის 60% იწარმოება. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ყოფნისას ბოლო 13 წლის განმავლობაში გავიგე, რომ იქაური ქართულ რესტორნები ყოველ რუსულ ღონისძიებებში მონაწილეობენ: საუკეთესო საჭმელები, საფირმო ხაჭაპური (გემრიელი ყველით სავსე პური), განსაკუთრებით კი მუქი ქართული ღვინოები უცნაური ძალით მიზიდავდა. რომში ყოფნისას, 2014 წელს, საქართველო ჩემს სიაში შევიტანე როგორც „ქვეყანა, რომელსაც აუცილებლად უნდა ვეწვიო“.

საქართველოში თითქმის ყველასათვის დამაკმაყოფილებელი გემოს მქონე ღვინოები იწარმოება, ნახევრადტკბილი სასმელების ჩათვლით, რომელსაც დიდად აფასებდა ქართველი ხალხის შვილი იოსებ სტალინი და შესაბამისად, სსრ კავშირიც, ათეული წლების მანძილზე. ქართული წითელი მშრალი ღვონოები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ცქრიალა ღვინოების პოპულარობა კი სულ უფრო მატულობს.

საქართველო იმ გრძედზე მდებარეობს, რომელზე ტოსკანაა და მათ თითქმის მსგავსი ბუნებრივი პირობები აქვთ: თბილი ჰაერი, მინერალებით მდიდარი წყალი, რომელიც კავკასიის მთებიდან მოედინება. კახეთში იდეალური პირობებია ვაზის თითქმის 530 ჯიშისათვის. ქათული ღვინის ხარისხის მაღალი დონე უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი. გასულ წელს ღვინის ექსპორტი 53 ქვეყანაში თითქმის 60%-ით გაიზარდა: 2016 წლიდან უცხოეთში გატანილია 76,7 მილიონი ბოთლი, ანუ 170 მილიონი დოლარის ღვინო.

„საქართველო თანდათან იცვლება: გასულ წელს ამ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ 2,7 მილიონი მნახველი მიიზიდა. ბევრს საქართველოში ღვინის დამზადება და მისი დეგუსტაცია აინტერესებს. საინტერესოა, რომ ამ კავკასიურ ქვეყანაში ღვინოს მამა-პაპური წესებით აწარმოებენ“, - წერს ავტორი. იგი ესაუბრება კომპანია „როსტომაანთ მარანის“ მფლობელს ირაკლი როსტომაშვილს, რომელიც მას ქართული ღვინის დაყენებაში ქვევრის დანიშნულებას უხსნის.

პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე ქართული სუფრის წესი და მნიშვნელობა, სადრეგრძელოების რიგითობა... მოხსენიებულია ლეგენდაც, თუ როგორ მისცა ქართველებს უფალმა ეს სამოთხის მსგავსი კუთხე საცხოვრებლად.

სტატიის ბოლოს ჩამოთვლილი და დახასიათებულია ცნობილი ქართული ღვინოები და მათი მწარმოებელი კომპანიები.


ბეჭდვა