"kaspiy"(აზერბაიჯანი): სალომე ზურაბიშვილი-არაპოპულარული, თუმცა აშკარა ფავორიტი
"kaspiy"(აზერბაიჯანი): სალომე ზურაბიშვილი-არაპოპულარული, თუმცა აშკარა ფავორიტი
11:59 11.09.2018
"საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის ფავორიტად დასახელება შემთხვევითი არ ყოფილა - ბოლო დროს ქართულ საექსპერტო წრეებში ხშირად ამბობდნენ, რომ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი „ქართული ოცნებისათვის“ ყველაზე ხელსაყრელი და კომფორტული პიროვნება არისო“, - ხაზგასმულია აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.

„როგორც ჩანს, ჩვენი მეზობელი ქვეყნის მმართველი წრეებისათვის მომგებიანია, რომ პრეზიდენტის სავარძელში ისეთი ადამიანი იჯდეს, რომელიც, გიორგი მარგველაშვილისაგან განსხვავებით, თავს შეიკავებს „ქართული ოცნების“ კრიტიკისაგან.

ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთა უმრავლესობა მივიდა დასკვნამდე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი იმიტომ დაუჭირა „დამოუკიდებელ“ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტად „ერთიანი ნაცმოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ იქნას არჩეული.

„ნაციონალებს" კარგად ორეგანიზებული ელექტორატი ჰყავთ, რომლებიც ერთსულოვნად მივლენ საარჩევნო ურნებთან და... ვაითუ მმართველმა პარტიამ ისეთი პრეზიდენტი მიიღოს, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლით იქნება განწყობილი. „ნაციონალები“ სახიფათონი არიან „მეოცნებეებისათვის“, რადგან მათ რევანშის აღება - ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, ყველანაირი ხერხებითა და მეთოდებით. როგორც ჩანს, "ნაციონალები“ იმედოვნებენ, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება, იგი შეძლებს კონსტიტუციით შეზღუდული ბერკეტების ეფექტურად გამოყენებას და მმართველ პარტიას ბევრ უსიამოვნებას მიაყენებს. ამასთან, ისიც ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე „დამოუკიდებელ“ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს და იგი ლიდერთა სამეულშიც ვერ შევა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ დახმარება რომ არა, იგი პარლამენტშიც ვერ მოხვდებოდა. საერთოდ, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი ექს-მინისტრი საქართველოში პოპულარული არ არის, თუმცა ძალზე მკვეთრი განხცხადებებით კი გამოდის“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

ბეჭდვა