ამერიკელი ექსპერტი: თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის „მცოცავ ანექსიას“ გააგრძელებს, მაშინ აშშ-მა საპასუხო ზომების მიღების საკითხი უნდა განიხილოს
ამერიკელი ექსპერტი: თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის „მცოცავ ანექსიას“ გააგრძელებს, მაშინ აშშ-მა საპასუხო ზომების მიღების საკითხი უნდა განიხილოს
09:58 03.09.2018
ამერიკული „მემკვიდრეობის“ ფონდის საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის რუსეთ-ევრაზიის საკითხების მკვლევრის ალექსის მრაჩეკის განცხადებით, რუსეთის მოქმედებებს, რომელსაც ის საქართველოს მიმართ ახორციელებს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პასუხი უნდა გასცეს.

აღნიშნული მოსაზრება ექსპერტმა ამერიკული გამოცემის, «The National Interest»-ის ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიაში გააჟღერა.

„იმ ოთხ ქვეყანას, რომლებმაც რუსეთს მიბაძეს და საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებლად აღიარეს, შეერთებულმა შტატებმა უნდა მოუწოდოს გააუქმონ აღიარება და თავიანთი პოლიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის კურსს დაუქვემდებარონ.

თუ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის „მცოცავი ანექსია“ ისევ გაგრძელდება, მაშინ აშშ-მა უნდა განიხილოს საპასუხო ზომების მიღების საკითხი ინტენსიური ეკონომიკური სანქციების დახმარებით, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებულ რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ვაშინგტონი ამით თავის ევროპელ მოკავშირეებს მაგალითს მისცემს.

მოსკოვმა უნდა შეიგნოს და გააცნობიეროს: აგრესიული მოქმედება მეზობლებთან, ყოფილ კლიენტ-სახელმწიფოებთან დაუშვებელია. მოსკოვმა ასევე უნდა იცოდეს: ასეთი პოლიტიკის გაგრძელება მას ძვირად დაუჯდება“-ნათქვამია სტატიაში.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge


ბეჭდვა