«Iran Daily» (ირანი): თუ ევროკავშირი ირანთან დადებული შეთანხმებების შესრულებას გააგრძელებს, საქართველოც იგივენაირად მოიქცევა
«Iran Daily» (ირანი): თუ ევროკავშირი ირანთან დადებული შეთანხმებების შესრულებას გააგრძელებს, საქართველოც იგივენაირად მოიქცევა
13:13 29.08.2018
ბოლო დროს დასავლურ პრესაში ხმაური ატყდა - აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ 6 აგვისტოს გამოცხადებული ეკონომიკური საქციების გამო უცხოური კომპანიები ირანს ტოვებენო.

როგორც ირანში საქართველოს ელჩმა იოსებ ჩახვაშვილმა განაცხადა, თეირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ირანთან გაფორმებული შეთანხმებების ერთგული დარჩება, მაშინ საქართველოც პირნათლად შეასრულებს ირანთან ხელმოწერილ თანამშრომლობის პირობებს.

იოსებ ჩახვაშვილის თქმით, ირან-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივა უახლოეს ხანში გახდება ნათელი. თუ ევროკავშირი ირანთან თანამშრომლობას არ გაწყვეტს, მაშინ საქართველოს გააგრძელებს. ჯერ-ჯერობით კი თბილისი თეირანთან ურთიერთობის შეზღუდვას არ ფიქრობს. ელჩი ასევე მიესალმა ირან-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას და იმედი გამოხატა, რომ სანქციების ეპოქაში ორივე ქვეყანას, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთმანეთთან მაქსიმალური კავშირები ექნებათ.


p.s. სარედაქციო მასალა; იბეჭდება მცირე შემოკლებით

ბეჭდვა