«Deutsche Welle» (გერმანია): მერკელს კიდევ ერთხელ მოუწევს აუხსნას საქართველოს მთავრობას, რომ მიუხედავად წარმატებული რეფორმებისა, ნატოში გასაწევრიანებლად ლოდინია საჭირო
«Deutsche Welle» (გერმანია): მერკელს კიდევ ერთხელ მოუწევს აუხსნას საქართველოს მთავრობას, რომ მიუხედავად წარმატებული რეფორმებისა, ნატოში გასაწევრიანებლად ლოდინია საჭირო
11:18 23.08.2018
გავლენიანი გერმანული მედიასაშუალების, «Deutsche Welle» -ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტის სპეციფიკა, რომელსაც ადგილობრივი სიტუაცია განაპირობებს. „ამას ადასტურებს ის ინციდენტიც, რომელიც ვიზიტის დაწყების წინ მოხდა: აზერბაიჯანმა გერმანიის სამთავრობო დელეგაციის წევრი ალბერტ ვაილერი, ანგელა მერკელის პარტიის წევრი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა. ძალზე საკვირველია, როგორ მოითმინა დედამიწის ეკონომიკის ერთ-ერთი გიგანტის, მე-4 ადგილზე მყოფი გერმანიის კანცლერმა ეს დემარში, მაგრამ ანგელა მერკელმა ვიზიტი მაინც არ გააუქმა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს მიხაელ კიუფნერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:


საქართველო: წარმატებული რეფორმები, მაგრამ „ნატოში ვერ მიგიღებთ“


ანგელა მერკელს ვიზიტის ფარგლებში პირველი გაჩერება საქართველოს დედაქალაქ თბილისში აქვს. გერმანიის მთავრობის აზრით, საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკაში, მრავალი პროევროპული რეფორმის გატარების წყალობით. ბერლინი ასევე პოზიტიურად ეხმაურება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასაც. საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ აშკარაა, თუმცა... ბერლინს იმავდროულად კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი და შესაბამისად, შეუძლებელია მხედველობაში არ მიიღონ თბილისსა და მოსკოვს შორის ამჟამად არსებული სპეციფიკური ურთიერთდამოკიდებულება. ასე რომ, ანგელა მერკელს კიდევ ერთხელ მოუწევს აუხსნას თავის ქართველ მოსაუბრეებს - რატომაა, რომ მიუხედავად წარმატებული რეფორმებისა და ანტიკორუფციული ბრძოლისა, მიუხედავად ნატოს სამშვიდობო მისიაში აქტიური მონაწილეობისა, საქართველოს მაინც უწევს ლოდინი ალიანში მიღების მიზნით.

ათი წლის წინათ, ბუქარესტში, ნატოს სამიტზე სწორედ გერმანიამ და საფრანგეთმა გაუწიეს წინააღმდეგობა იმას, რომ არ დასახელებულიყო საქართველოს ნატოში მიღების ზუსტი ვადები. „ეს საკითხი დღეს აქტუალური არაა“, - აღნიშნავენ გერმანიის სამთავრობო წრეებში“.

ბეჭდვა