თურქული გაზეთი Hurriyet-ი ანგელა მერკელი სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოებში ვიზიტს ეხმაურება და აქვეყნებს
სტატიას სათაურით „რას იტყვის ანგელა მერკელი სომხეთში“.
გთავაზობთ გელალ ოხგანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის მოკლე რეზიუმეს:
სტატიაში ნათქვამია, რომ „საქართველოში გერმანიას სწრაფად მზარდ ქართულ ეკონომიკასთან უფრო მჭიდრო კავშირები აინტერესებს, აზერბაიჯანში - ენერგონედლეულის ევროპაში იმპორტი დივერსიფიცირების პრინციპით, სომხეთში კი - ორმხრივი კავშირების ახალი იმპულსი ახალ ხელისუფლებასთან“.
ამასთან, გაზეთი ირონიით აღნიშნავს: „ერევანში ანგელა მერკელი ციცერნაკაბერდის მემორიალს ეწვევა და მას გვირგვინებით შეამკობს. საინტერესოა, წარმოსთქვამს თუ არა სიტყვა „გენოციდს“ გერმანიის კანცლერი?“ (წყარო: http://www.hurriyet.com.tr/avrupa/merkel-ermenistanda -o-ifadeyi-kullanacak-mi-40934461)
