თურქული პრესა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ
თურქული პრესა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ
13:05 22.08.2018
„საქართველოს განათლების სამინისტრომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს და „ფეტო“-ს ტერორისტულ ორგანიზაციასთან არის კავშირში, ერთი წლით სტუდენტების მიღება აუკრძალა“, - იუწყება გაზეთი და აქვეყნებს თამარ სანიკიძის განცხადებას ამ საკითხზე.

სტატიაში ასევე ჩამოთვლილია ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც „ფეტო“-სთან იყვნენ ან არიან დაკავშირებულნი: ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა თბილისში, რომელსაც ლიცენზია დაუმთავრდა და 2017 წლიდან აღარ განახლებულა; შახინის სკოლა ბათუმში, რომლის ლიცენზია 2017 წლის დასაწყისში გაუქმდა; სულეიმან დემირელის სახელობის კოლეჯი, რომელიც 2017 წლიდან აღარ მოქმედებს.

----------

ამ თემაზე სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე გაზეთ Star-შიც სათაურით „საქართველოში „ფეტო“-ს უნივერსიტეტი სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში ვეღარ მიიღებს“ (წყარო: http://www.star.com.tr/guncel/gurcistanda-feto-universitesi-1-yil-ogrenci-alamayacak-haber-1377190/).

ბეჭდვა