სერგეი ივანოვი: არც პოლიტიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით თბილისის აღებას არავითარი აზრი არ ჰქონდა
სერგეი ივანოვი: არც პოლიტიკური და არც სამხედრო თვალსაზრისით თბილისის აღებას არავითარი აზრი არ ჰქონდა
13:03 19.08.2018
რუსეთის ექს-თავდაცვის მინისტრისა და ექს-ვიცე-პრემიერის, სერგეი ივანოვის განცხადებით რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თბილისის აღებას არ აპირებდა.

ეს განცხადება ივანოვმა რუსულ გამოცემა, «КоммерсантЪ»-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ქალაქის აღებას არ ვაპირებდით. ან რისთვის გვჭირდებოდა? არავითარი პოლიტიკური აზრი ქალაქის აღებას არ ჰქონდა. არც სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანა იყო საქართველოს არმიისათვის ისეთი დარტყმა მიგვეყენებინა, რომ მას მომავალში მსგავსი ავანტიურა არ გაემეორებინა. თუმცა ხელისუფლებაში ისევ მიხეილ სააკაშვილი დარჩა. ვის შეუძლია იმ გარანტიების მოცემა, რომ ეს იდიოტი (ბოდიში გამონათქვამისათვის) ოდესმე თავის ავანტიურას არ გაიმეორებს? იმ შემთხვევაში, თუ მას ამის ძალა კიდევ ექნება.

მიხეილ სააკაშვილის სიტყვა და საქმე იმ ხანებში ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ცხადია, ჩვენ მთლად გულუბრყვილონი არ ვიყავით და მისი განცხადებების არ გვჯეროდა, მაგრამ ამერიკელები გვამშვიდებდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ იგი სამხედრო ავანტიურაზე არ წავაო. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი პრივატულ საუბრებში სულ ამას მეუბნებოდა: „სერგეი, ნუ ღელავთ, იგი წითელ ხაზს არ გადაკვეთს“-განაცხადა ივანოვმა.


P.S. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE


ბეჭდვა