ცხინვალში ბაშარ ასადს ელიან
ცხინვალში ბაშარ ასადს ელიან
12:58 06.08.2018
სირიის დელეგაცია სამხრეთ ოეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმში მონაწილეობას მიიღებს, - იუწყება გაზეთი „იზვესტია“ ელნატ ბაინაზაროვის და დიმიტრი ლარუს ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.

„უახლოეს დღეებში ცხინვალს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადიც ეწვევა, - ამბობს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი პეტრე გასიევი. სირიელი ლიდერი, რომელმაც მაისში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ცხინვალში ანატოლი ბიბილოვმა მოიწვია, დამასკოში ვიზიტის დროს’, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. იქვე ციტირებულია მოსკოვში სირიის ელჩის რიად ჰადადის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ სირიის დელეგაციის შემადგენლობა და ვიზიტის თარიღი ჯერ-ჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არ არის.

სტატიაში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის“ ისტორიის ამსახველი ფაქტები და მოვლენები - დაწყებული 1989 წლიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ „საქართველოს მშვიდობაზე იძულებით“ გაგრძელდა და სუვერენიტეტის აღიარებით „დაგვირგვინდა“.



ბეჭდვა