ნატო-საქართველოს ურთიერთობას და აშშ-რუსეთის სამიტის თემას ეხმიანება სომხური
გამოცემა «Лрагир»-ი გამოქვეყნებული სტატიით, რომლის სათაურია - „რუსეთმა და ამერიკამ საქართველოსა და სომხეთის შესახებ კონსენსუსზე მოილაპარაკეს?“.
სტატიის ავტორი, პოლიტოლოგი ნაირა აირუმიანი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ჰელსინკის სამიტზე დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა საქართველოსა და სომხეთის შესახებ რაღაც კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ.
ამაზე მეტყველებს ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს ნატოში მიღების შესაძლებლობა ნეგატიურად შეაფასა, ანუ რუსეთს დაუთმო. მაგრამ რა ექნებათ ამით საქართველოს და სომხეთს?
„ნიშანდობლივია, რომ ვლადიმერ პუტინ - დონალდ ტრამპის „კონსენსუსის“ შემდეგ ბრიუსელში საქართველოს- პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩავიდა (ალბათ, დეტალების გარკვევის მიზნით), ხოლო სომხეთის ვიცე-პრემიერი არარატ მირზოიანი ვაშინგტონს ეწვია და მეტი დახმარება მოითხოვა. ამის საპასუხოდ ამერიკელმა კონგრესმენებმა თქვეს, რომ სასურველი იქნება ნიკოლ ფაშინიანი სექტემბერში, გაეროს სამიტის დროს, დონალდ ტრამპს შეხვდესო. ცხადია, ახალ პირობებში, ჰელსინკური „კონსენსუსის“ ფონზე, რუსეთისათვის საშიში არაფერია“, - ასკვნის ავტორი.
