ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე: ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება ჩვენდამი მუქარას ნიშნავს
ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე: ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება ჩვენდამი მუქარას ნიშნავს
12:37 17.07.2018
ჰელსინკში მყოფმა ვლადიმერ პუტინმა წუხელ, გვიან ღამით, ამერიკული ტელეარხის Fox News-ის კორესპონდენტის კრის უოლესის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეხებოდა.
კითხვაზე, თუ უკრაინას ან საქართველოს ნატო თავის წევრებად მიიღებს, როგორ რეაგირებას მოახდენდით,- პუტინმა უპასუხა:

„მშვენივრად ვიცი, თუ როგორ ყალიბდება სიტუაცია ნატოში და როგორია გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. რა თქმა უნდა, ალიანსში ყველაფერი კონსენსუსით მიიღება, მაგრამ მიღებამდე ხომ ნატოს შეუძლია ცალკეულ წევრებთან ორმხრივ საფუძველზე მუშაობა? ასე მოხდა პოლონეთთან მიმართებით, ასე მოხდა რუმინეთთანაც, სადაც დღეს განლაგებულია აშშ-ის სტრატეგიული ანტირაკეტული თავდაცვის ელემენტები.

ჩვენთვის ეს ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ პირდაპირ მუქარას წარმოადგენს. ამიტომაც ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოება ჩვენს საზღვრებთან ჩვენდამი მუქარას ნიშნავს და, რა თქმა უნდა, მის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს“-განაცხადა პუტინმა.

ბეჭდვა