ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის
ყოფილი მენეჯერის, კორი ლევანდოვსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს ესმის იმ თავდადების ფასი, რომელსაც საქართველო ავღანეთში ბრძოლით იჩენს.
"ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელიც იმდენს აკეთებს, რამდენსაც საქართველო საერთო მტრის, თალიბანის წინააღმდეგ ამერიკელების და ბრიტანელების გვერდიგვერდ ბრძოლით. ვფიქრობ, ეს სწორ ნაბიჯად ფასდება, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
ის, თუ ვინ გახდება ნატოს წევრი მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ როცა ქვეყნები აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე მოეთხოვებათ, იმაზე მეტს, ვიდრე ევალებათ, ვფიქრობ ეს მათ ერთგულებას ადასტურებს იმ გლობალური გუნდის წევრობის მიმართ, რომლის ყველა წევრი ერთი მიმართულებით მიდის.
პრეზიდენტის მაგივრად არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ლიდერები აფასებენ ამ ერთგულებას"-განაცხადა ლევანდოვსკიმ "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge
