«Times of Oman»(ომანი): მიმზიდველი შეთავაზება კავკასიაში სამოგზაუროდ
«Times of Oman»(ომანი): მიმზიდველი შეთავაზება კავკასიაში სამოგზაუროდ
10:48 03.05.2018
ომანის გაზეთ «Times of Oman»-ში გამოქვეყნებულ სტატიას სარეკლამო ხასიათი აქვს და მისი მიზანია არაბი ტურისტების დაინტერესება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს ღირსშესანიშნაობებით.

მასკატის ტურისტული კომპანია ITL World მოგზაურობის მოყვარულ ომანელებს ეპატიჟება სომხეთში (აღწერილია კოტაიკის პროვინციაში მდებარე გეღარქის მონასტერი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი) და აზერბაიჯანში (ბაქოს ღირსშესანიშნაობები, განსაკუთრებით კი ხალიჩების მუზეუმი, უამრავი უძველესი ხალიჩით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან).

პუბლიკაციაში საქართველოს შესახებ ყველაზე ვრცლადაა გადმოცემული:

„საქართველოს შავი ზღვის ნაპირები თვალწარმტაცია. შავ ზღვაში კუს შვიდიდან სამ სახეობას იპოვით. ეს ნიშნავს, რომ იქ წყალი თბილია და ზაფხულის პერიოდში პლუს 20-30 გრადუსამდე მერყეობს. თბილისი კი საქართველოს ძველი ქალაქია, ქვეყნის დედაქალაქი, რომელშიც ძალუმად იგრძნობა ისტორიის სუნთქვა - ჯერ სპარსული, შემდეგ კი რუსული მმართველობის დროიდან. თბილისში ძალზე მრავალფეროვან არქიტექტურულ ძეგლებს ნახავთ, მათ შორის აღმოსავლური სტილით აშენებულს. ქალაქი განსაკუთრებით მდიდარია მართლმადიდებლური ეკლესიებით, მდიდრული მოდერნისტული შენობებით და საბჭოთა ეპოქის მაღლივი საცხოვრებელი კორპუსებით“, - ნათქვამია სტატიაში.

ბეჭდვა