«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო-ალპების ალტერნატივა; სვანეთი ოც ევროპულ ტურისტულ მარშრუტში
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო-ალპების ალტერნატივა; სვანეთი ოც ევროპულ ტურისტულ მარშრუტში
11:49 17.04.2018
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «The Guardian»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ევროპის 20 ტურისტული მიმართულება, სადაც შეიძლება მოგზაურმა განუმეორებელი შთაბეჭდილებები მიიღოს: ესპანეთში, ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, ჩერნოგორიაში, საფრანგეთში, ალბანეთში და ა.შ. ტურისტულ მარშრუტებში მოხსენიებულია საქართველოც.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ჯემა ბოუზის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან:

ალპების ალტერნატივა - საქართველო

ფეხით სოფლიდან სოფელში, თავბრუდამხვევი პეიზაჟები... კავკასიის სვანეთის რეგიონში ყოფნისას თქვენ, სავარაუდოდ კითხვა გაგიჩნდებათ, თუ რატომ იყავით მხოლოდ ალპებით დაინტერესებული, როცა უკეთესი ადგილი საქართველოშია.

აქაური საჭმელი ძალიან გემრიელი და იაფია, მცხოვრებლები წარმოუდგენლად სტუმართმოყვარენი არიან, გაგიმასპინძლდებიან ადგილობრივი თვითნახადი არყით - ჭაჭით და ამ დროს ზემოდან დაგცქერით 4 ათას მეტრ სიმაღლეზე ცაში აზიდული ყინულოვანი მწვერვალები, ალპებზე ბევრად მაღალნი. კომპანია Travel local-ს აქვს სამოგზაურო პაკეტები, რომელიც იწყება ქუთაისში, ფერმერების ბაზრიდან, სანამ მესტიაში - სვანეთში გაემგზავრებოდეთ. სვანეთი მსოფლიოშია ცნობილი თავისი თავდაცვითი კოშკებითა და შხარას მყინვარით.

სტატიაში ნაჩვენები მოგზაურობის ღირებულება სტერლინგებში და საქართველოში ჩასვლის ავიამარშრუტი, კომპანია Wizz Air-ის მეშვეობით.

ბეჭდვა