სომხური გაზეთი «Հայկական ժամանակ» („ჰაიკაკან ჟამანაკ“ ანუ „სომხეთის დრო“) კომენტარს
უკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ერევანში ვიზიტს და აღნიშნავს, რომ თბილი ორმხრივი ურთიერთობები ტრადიცია გრძელდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ რომ სომხეთს და საქართველოს, სენტიმენტალური მიზეზების გარეშეც იძულებულნი არიან თბილი ურთიერთობა ჰქონდეთ. საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება სომხეთს სრული იზოლაციით ემუქრება, ხოლო საქართველოს, როგორც თბილისის მიერ გამოხატული შეშფოთებიდან ჩანს - სეპარატიზმის გაღვივებით ჯავახეთის რეგიონში.
სამხრეთ კავკასიის რეგიონული ინტეგრაციის თვალსაზრისით, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სომხეთის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკას - ისიც და ისიც“ - ანუ ევრაზიული კავშირიც და ევროკავშირიც, არასაკმარისია, თუნდაც მათში გაწევრიანების შემთხვევაშიც. ძალიან აუცილებელია ახლო და თბილი დამოკიდებულება გვქონდეს იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც [დასავლურ] ბანაკებში არიან ან დასავლეთისაკენ მიისწრაფვიან. საქართველო ამ მხრივ ჩვენთვის ყველაზე კარგი და საიმედო ქვეყანაა“, - წერს გაზეთი.
