სომხური პრესა: საზღვარი საქართველოსთან-სომხეთის ტერიტორია ყოველწლიურად მცირდება
სომხური პრესა: საზღვარი საქართველოსთან-სომხეთის ტერიტორია ყოველწლიურად მცირდება
10:14 05.03.2018
სომხური გაზეთ „Ժողովուրդ“-ში („ჟოხოვურდ“//„ხალხი“- ქართ.) გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, კერძოდ, მისი ერთ-ერთ მონაკვეთის მდგომარეობა.

„სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიების გამიჯვნა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული. ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ერთ-ერთ სადემარკაციო ხაზად მდინარე დებედა ითვლება, რომლის კალაპოტი საგაზაფხულო წყალდიდობის დროს ხშირად იცვლება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე თავისი ნაპირის გასამაგრებლად ზომებს ყოველწლიურად იღებს, რასაც ვერ ვიტყვით სომხური მხარის მიმართ - მდინარის ჩვენი ნაპირი უყურადღებოდაა მიტოვებული. შესაბამისად, საგაზაფხულო წყალდიდობის დროს დებედა ჩვენ ნაპირებს თანდათან რეცხავს და არღვევს, რის შედეგადაც სომხეთის ტერიტორია ყოველწლიურად მცირდება. 2010 წელს მომხდარი წყალდიდობის დროს სოფელ დებედავანთან წყალმა 2,8 ჰექტარი მიწა წაიღო და თან გაიყოლა ერთ-ერთი მცხოვრების ატმის ბაღი, 700 კვ.მეტრის ფართობით“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც გაზეთის კორესპონდენტს თავუშის მარზის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში მდინარე დებედას ნაპირის გასამაგრებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

ბეჭდვა