საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის
განცხადებით, მსოფლიო თანამეგობრობამ პუტინს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, რადგან ის დღეს უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი შეუძლია გავლენის მოხდენა.
ეს განცხადება სააკაშვილმა ამერიკული ტელეკომპანიის «CNN»-ის ეთერში გააკეთა.
„ისინი [უკრაინის ხელისუფალნი] ამბობენ: „ამ ქვეყანას ჩვენ ვმართავთ, მაგრამ დასავლური მოდელი არ გვაწყობსო“. ამიტომ ხვალ შეიძლება ბევრი ამსტერდამში გამოიქცეს, ან უფრო უარეს ადგილზე აღმოჩნდეს - ციხეში ან სასაფლაოზე. ამიტომაც ვლადიმერ პუტინს მეტი ყურადღებით უნდა ვუყუროთ. იგი მუდმივად იქნება ხელისუფლებაში. იგი მასმედიას აკონტროლებს. მას ქვეყანაში სერიოზული ოპოზიცია არ ჰყავს, მას ხელს ვერავინ ახლებს. მას ამერიკის არჩევნებზეც კი შეუძლია გავლენის მოხდენა. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის მორევა შეუძლებელია“-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. ინტერვიუს სრული ქართულენოვანი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე
NSP.GE
