თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გასულ წელში 87 ათას უცხოელზე
მუშაობის ნებართვა გასცა.
ამის შესახებ თურქული გამოცემა «TRT- Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu» წერს.
"მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან ათასობით ადამიანმა თურქეთში მუშაობის ნებართვის ასაღებად შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა. 2017 წლის განმავლობაში, მუშაობის მსურველთა მონაცემების მოკვლევების შემდეგ, სამინისტრომ, დაახლოებით 100 ათასი განცხადებიდან, 87 ათას 190 დააკმაყოფილა.
სამინისტროს ნებართვით, გასულ წელს თურქეთში მუშაობა 20 970-მა სირიელმა დაიწყო. სირიელებს, გაცემული ნებართვების რაოდენობით, მოსდევს საქართველო - 7317, ყირგიზეთი - 6360, უკრაინა - 5761, ჩინეთი - 4288, თურქმენეთი - 3847, ინდოეთი - 3055, უზბეკეთი - 2465, აზერბაიჯანი - 2449, რუსეთი - 2390. მუშაობის ნებართვა ასევე გაცემულია 960 გერმანელზე, 956 ინგლისელზე, 983 ამერიკელზე, 649 იტალიელზე და 543 ფრანგზე"-წერს გამოცემა.
