სააკაშვილი: საქართველოში რომ გავეშვით ჯერ იქაური ხელისუფლების დამხობა მოგვიწევდა და მერე მივხედავდით უკრაინას
სააკაშვილი: საქართველოში რომ გავეშვით ჯერ იქაური ხელისუფლების დამხობა მოგვიწევდა და მერე მივხედავდით უკრაინას
11:34 14.02.2018
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას საქართველოში ექსტრადირების მიმართ შიში არ აქვს.

ამ თემაზე სააკაშვილმა აშშ-ის რუსულენოვან ტელეკომპანია „ნასტოიაშეე ვრემიას“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა.

„არ დავმალავ და პირდაპირ გეტყვით: სულაც არ მეშინია ქართულ ციხეში ჩავჯდე. მაგრამ თუ ამას გააკეთებდნენ, მოვლენები სხვაგვარად წარიმართებოდა: ჩვენ საქართველოს ხელისუფლების დამხობა მოგვიწევდა, შემდეგ კი უკრაინაზეც ვიზრუნებდით. მაგრამ მე ჯერ უკრაინის საკითხები უნდა მოვაგვარო“-განაცხადა სააკაშვილმა.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.nsp.ge

ბეჭდვა