უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებისთვის ყველანაირი კანონიერი
საფუძველი არსებობს.
ამის შესახებ უკრაინის გენპროკურატურაში რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის ჟურნალისტს განუცხადეს.
„ერთი ღია საკითხი რჩებოდა: რომელ ქვეყანას გადაცემოდა სააკაშვილი - საქართველოს თუ პოლონეთს, საიდანაც იგი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა? პოლონეთის საკითხი მოიხსნა, რადგან საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმეჯერ გვთხოვა მისი ექსტრადიცია. ჩვენ არანაირი იურიდიული მიზეზი არ გვაქვს უარი ვუთხრათ საქართველოს“-განუცხადეს გამოცემას უკრაინის გენპროკურატურაში.
«КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.nsp.ge
