«Stratfor» (აშშ): 2018 წლის პროგნოზი; მოსკოვი აღმოსავლეთისკენ იყურება, საქართველო და აზერბაიჯანი თურქეთთან დაახლოების კურსს გააგრძელებენ, ხოლო სომხეთი - რუსეთთან სამხედრო პარტნიორობას და ირანთან - ეკონომიკურ კავშირებს
«Stratfor» (აშშ): 2018 წლის პროგნოზი; მოსკოვი აღმოსავლეთისკენ იყურება, საქართველო და აზერბაიჯანი თურქეთთან დაახლოების კურსს გააგრძელებენ, ხოლო სომხეთი - რუსეთთან სამხედრო პარტნიორობას და ირანთან - ეკონომიკურ კავშირებს
13:39 24.01.2018

აშშ-ის ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის მიერ მომზადებულ ვრცელ მოხსენებაში საუბარია რუსეთის ფედერაციის

დღევანდელ მდგომარეობაზე და მის პერსპექტივებზე, მოცემულია სამომავლო პროგნოზები პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში... როგორი იქნება რუსეთის საგარეო პოლიტიკა დასავლეთთან, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებთან... მასალაში მნიშვნელოვანი ყურადღება აქვს დათმობილი რუსეთის დამოკიდებულებას უკრაინასთან, მოლდოვასთან, კავკასიის სახელმწიფოებთანაც.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს მოხსენებიდან:

„2018 წელს არჩევნების პერიოდი კავკასიაშიც იწყება: სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კავკასიის დიდ სახელმწიფოებში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი უპირველესად განპირობებული იქნება იმით, თუ როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებენ ისინი ამ რეგიონში. საქართველო და აზერბაიჯანი გააგრძელებენ თურქეთთან დაახლოების კურსს ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში, ხოლო სომხეთი - სამხედრო პარტნიორობას რუსეთთან და ეკონომიკურ კავშირებს - ირანთან. იმავდროულად ერევანი და თეირანი შეეცდებიან ხელი არ შეუშალონ რუსეთს და არ ჩაანაცვლონ მოსკოვის სტრატეგიული პოზიციები კავკასიაში. რუსეთი კვლავ დარჩება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მთავარი არბიტრად (სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის) და შეეცდება მისი ესკალაცია არ მოახდინოს - ორივე დაპირისპირებული მხარისათვის იარაღის მიწოდების გზით“-ნათქვამია მოხსენებაში.

 

ბეჭდვა