„golos-ameriki.ru“(აშშ): სააკაშვილის თბილისური განაჩენი და მისი ექო კიევში
„golos-ameriki.ru“(აშშ): სააკაშვილის თბილისური განაჩენი და მისი ექო კიევში
12:55 08.01.2018
როგორი პერსპექტივა აქვს სასამართლოს განმაჩენის აღსრულებას? რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი? გააგრძელებს თუ არა იგი უკრაინაში პოლიტიკურ საქმიანობას?

როგორც პოლიტოლოგი დიმიტრი ვორონკოვი თვლის, ქართული სასამართლოს განაჩენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მოუწევს თავი დაიცვას სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილების აღსრულებისაგან, რომელიც არცერთი მის სასარგებლოდ არაა: „2017 წელს გავრცელდა ინფორმაციები, რომ ქართული მხარე თითქოსდა უკრაინის პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მიზნით, მაგრამ ვითომ უკრაინულ მხარეს უთქვამს - ჯერ განაჩენი გამოუტანეთ და ექსტრადიციაზე მერე ვილაპარაკოთო. ახლა უკვე მას განაჩენი გამოტანილი აქვს, უკვე არსებობს გადაცემის საფუძველი, რაც საკმაოდ ძლიერი ბერკეტია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის აქტიურობაზე ზეწოლის მიზნით. საერთოდ, თუ საქართველოს ექს-პრეზიდენტი დათანხმდება უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, [შეწყვეტს მის მწვავე კრიტიკას], კიევს ყოველთვის შეუძლია იპოვოს ექსტრადირებაზე უარის მიზეზი, მაგრამ, სიტუაციის კვალობაზე, ასევე შეუძლია დაეთანხმოს თბილისის მოთხოვნას“.

პოლიტოლოგ ტარას ზაგოროდნის აზრით, ამჟამად უკრაინის ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული რაიმე მალული და გაუმჭვირვალე მოქმედებით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით: „პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ თავისი აქტიურობის წყალობით მიხეილ სააკაშვილი ყველას აწყობს, ვინ კი პრეზიდენტის ხელისუფლების დასუსტებით არის დაინტერესებული. იბადება კითხვა: ვთქვათ, საქმე მართლაც მივიდა ექსტრადიციამდე, მაგრამ როგორი ძალებით განხორციელდება საქართველოსადმი მისი გადაცემა? შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან ფრთხილი პოზიცია აქვს დაკავებული. განა გენპროკურატურას მიხეილ სააკაშვილის აყვანა-დაკავების, დაპატიმრებისა და ფიზიკურად თვითმფრინავში ჩაჯენის თავი აქვს? ვინ გააკეთებს ამას?

რაც შეეხება თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას: ბოლო დრომდე ერთი რამ ნათლად ჩანდა, რომ თბილისს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის დანახვაც კი არ უნდოდა. მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში იყო, ბოლომდე არ იყვნენ გამოძიებულნი, ზოგიერთი საქმე გასაიდუმლოებულიც კი იყო, ვთქვათ, მისი პრეზიდენტობის დროს გაწეული ხარჯები. ახლა უკვე სხვაგვარი ვითარებაა, მისი დანაშაული სასამართლოს მიერ დამტკიცებულია.

თუ თბილისის სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული არ იქნება ან საბოლოოდ მაინც შევა ძალაში, საქართველოს შეუძლია კანონიერ საფუძველზე მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია.

ისიც უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა ოფიციალურ კიევს არანაირი სახით ან სტატუსით არ აწყობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მას რეიტინგი არ აქვს, რომ მისი მიტინგები არავის აინტერესებს, მაგრამ დემონსტრაციაზე რეალურად ხალხი მაინც მიდის, ასობით და ათასობით, რაც საკმაოდ ბევრია. მაიდანი უკვე არის, რომელიც ვერხოვნა რადას წინ მიმდინარეობს და მას ხელს ვერავინ უშლის“.





P.S. იბეჭდება მცირე შემოკლებით

ბეჭდვა