«The Washington Post»(აშშ): ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომლებმაც ოცნება აისრულეს და ვაშინგტონში ქართული რესტორანი გახსნეს
«The Washington Post»(აშშ): ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომლებმაც ოცნება აისრულეს და ვაშინგტონში ქართული რესტორანი გახსნეს
16:47 02.01.2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The Washington Post»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია ვაშინგტონში რამდენიმე თვის წინ გახსნილი ქართული რესტორნის -„სუფრის“ მუშაობა, რომელმაც უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს, რომლის ავტორიც კვების სფეროს კრიტიკოსი ტომ სიციმაა, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „სუფრა“-ში შესვლისას კლიენტი გამორჩეულ არომატს იგრძნობს - ნიორის, ქინძისა და ნიგვზის არომატს. აქაურ ხინკალს და ჩანახს კი გემო განუმეორებელი აქვს.

რესტორანი „სუფრა“ ვაშინგტონელმა ადვოკატმა ჯონათან ჰელმსმა დააფუძნა, რომელსაც საქართველოსთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. მოსკოვში სამი წლის განმავლობაში ცხოვრებისას ჯონათანმა და მისმა ცოლმა ლორამ („სუფრის“ თანამფლობელმა) ყურადღება მიაქციეს იმას, თუ როგორი პოპულარობით სარგებლობდნენ ქართული რესტორნები უცხოელებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში. იმ დროიდან ცოლ-ქმარი ქართული რესტორნის გახსნაზე ოცნებობდა. ჯონათანი საქართველოს „ყოფილი საბჭოთა კავშირის კალიფორნიას“ უწოდებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „სუფრის“ შეფ-მზარეულია მალხაზ მაისაშვილი, ყოფილი ქართველი დიპლომატი, რომელიც 2012-2013 წლებში ვაშინგტონში მდებარე საქართველოს საელჩოში მუშაობდა.

ბეჭდვა