«Handelsblatt» (გერმანია): ექს-პარტნიორთა ომი კიევში-სააკაშვილი პოროშენკოს წინააღმდეგ
«Handelsblatt» (გერმანია): ექს-პარტნიორთა ომი კიევში-სააკაშვილი პოროშენკოს წინააღმდეგ
14:07 07.12.2017
„უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში „პოლიტიკური ომი“ მიმდინარეობს, რომლის დროსაც ზოგჯერ მოწინააღმდეგის დატყვევებაც ხდება და გათავისუფლებაც, - წერს სტატიის ავტორი ანდრე ბალინი, - კიევში ერთმანეთს ყოფილი პარტნიორები დაეჯახნენ“.

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზები და 5 დეკემბერს კოსტელნაიას ქუჩაზე „ესბეუშნიკების“ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები.

„კიევში მიმდინარე გარჩევები - ეს მხოლოდ კონფლიქტის დროებითი კულმინაციაა ორ ყოფილ პარტნიორს შორის. ორივე მხარე ჯერ-ჯერობით „რბილ ძალას“ იყენებს, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის გარღვევის დროს კანონი უხეშად, ძალით დაარღვია. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს კიევში კიდევ ბევრი თავგადასავლის გადატანა მოუწევს“.

ბეჭდვა