„საქართველოს ექსპრეზიდენტი, რომელმაც რუსეთთან კატასტროფული ომი გადაიტანა, რომელიც ოდესის ოლქში
კორუფციას ებრძოდა, დღეს უკრაინის პრეზიდენტს, თავის ყოფილ მეგობარ-მოკავშირეს უპირისპირდება“, - წერს ჟურნალისტი ენდრიუ ჰიგინსი და ვრცლად გადმოსცემს კიევში 5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მცდელობის ფაქტს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
სტატიაში ვრცლადაა აღწერილი უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცნაზის შეჭრა მიხეილ სააკაშვილის ბინაში, ექს-გუბერნატორის ასვლა სახურავზე და იქიდან პეტრო პოროშენკოს კრიტიკა, მისი დაკავება-გათავისუფლება... გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს მიერ ვერხოვნა რადაში გაჟღერებული ბრალდებები, უკრაინელ და რუს პოლიტიკოსთა კომენტარები და სხვა ფაქტები.
„უკრაინელი პოლიტიკოსები ერთმანეთს ხშირად აბრალებენ კრემლთან კავშირებს, მიუხედავად იმისა, მართალაც არიან თუ არა რუსეთის „აგენტები“. ის რაც იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილს დააბრალა (ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვასთან თანამშრომლობა), პირდაპირაა მიმართული საქართველოს ექს-პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან, რომელიც რუსეთის მიმართ უკომპრომისობას იჩენს. 5 დეკემბერის მოვლენებმა აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მტრობა თავის ყოფილ მეგობართან და მოკავშირესთან პეტრო პოროშენკოთან სახიფათო ფაზაში გადავიდა. გარდა ამისა, ეს ფაქტი მოწემობს, თუ როგორი საკვირველი საბედისწერო მოვლენა მოხდეს საქართველოს ყოფილი ლიდერის ხმაურიან კარიერაში, რომელსაც არც თავისი პირველი სამშობლოს და არც მეორეს მოქალაქეობა არ აქვს და რომელიც ლტოლვილის როლში გამოდის.
საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის გამო, აპლოდისმენტები დაიმსახურა. მან თავისი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავე პოზიციებზე გაიყვანა. მაგრამ წარმატებული რეფორმატორის იმიჯი მან მნიშვნელოვნად დაკარგა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, აგრეთვე იმ დაპატიმრებების შედეგადაც, რომლებსაც იგი არა მხოლოდ კორუმპირებული პირების, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაც ახორციელებდა, - ნათქვამია სტატიაში.
