«Lragir» (სომხეთი): სომხეთის გარღვევა და რუსულ-თურქული სტატუს-ქვოს დასასრული კავკასიაში
«Lragir» (სომხეთი): სომხეთის გარღვევა და რუსულ-თურქული სტატუს-ქვოს დასასრული კავკასიაში
10:48 29.11.2017
"სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას. მართალია, დოკუმენტს „ასოცირების შეთანხმება“ არ ჰქვია, მაგრამ ამით მისი მნიშვნელობა არ მცირდება - პოლიტიკური, სტრატეგიული, სისტემური და ცივილიზაციური თვალსაზრისით. ახლა მთავარი ამ დოკუმენტის იმპლიმენტაციაა და ის, თუ როგორ გაითავისებს შეთანხმების შინაარს სომხური საზოგადოება"-ამის შესახებ სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საიუბარი, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

სხვათა შორის, სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმებას, რეგიონული თვალსაზრისით, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას. უფრო მეტიც - სომხეთის შეთანხმება ავსებს საქართველოს ასოცირებას ევროკავშირთან, მას საიმედო ზურგს უქმნის და ამტკიცებს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ახალ სისტემას, ანუ იმ კედელს, რომელიც საქართველომ და სომხეთმა უნდა ააშენონ.

სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმება კავკასიაში სსრ კავშირის დაშლის კონსტატაციას ნიშნავს და იმ საერთაშორისო კონსენსუსს, რომელიც [სომხეთ-აზერბაიჯანის 2017 წლის] აპრილის ომის შედეგებით იქნა ჩამოყალიბებული.

ბრიუსელში ხელმოწერილმა დოკუმენტმა ბოლო მოუღო საბჭოურ სტატუს-ქვოს კავკასიაში, რომელიც რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებებით იყო განპირობებული. უფრო მეტიც, დოკუმენტი თურქეთ-აზერბაიჯანის ბლოკადისა და სომხეთის იზოლაციის გარღვევას წარმოადგენს.

სომხეთის საკვანძო მნიშვნელობა იმითაც გამოიხატება, რომ ის რეგიონში ერთადერთ სახელმწიფოს ითვლება, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დადებითი სამხედრო-პოლიტიკური ბალანსი აქვს და კავკასიაში ახალი პოსტსაბჭოური სისტემის არქიტექტორს და რეგიონულ კომენდანტს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ კავკასიაში ამიერიდან ვერცერთ პროექტს ვერ ექნება სტრატეგიული პლატფორმა, თუ ის სომხეთს გვერდს აუვლის.

ამავე დროს, რადგან დოკუმენტის მოთხოვნებს უკიდურესად სავალდებულო ხასიათი აქვს, სომხეთმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვას, რადგან ყველა მცდარ ნაბიჯს ძალზე სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება. მასზეა დამოკიდებული არამხოლოდ სომხეთის მომავალი და თუ ჩვენი ხელისუფლება დოკუმენტით პარაზიტობას დაიწყებს, მას ასეთი მოქმედება ძალიან ძვირად დაუჯდება.

ბეჭდვა