"nv.am" (სომხეთი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა; „დიდი თურანის“ შექმნის დასაწყისი?
"nv.am" (სომხეთი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა; „დიდი თურანის“ შექმნის დასაწყისი?
11:28 12.11.2017
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამუშავდა. განცხადებებს რომ მოვუსმინოთ, ახალი სატრანსპორტო მაგისტრალი ხელს შეუწყობს ტვირთების გადატანის ზრდას, ეკონომიკური წარმატებების მიღწევას... მაგრამ იბადება კითხვა: რამდენად სასარგებლო იქნება რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებისათვის? თუ რკინიგზა მათ კონკურენტუნარიანობას შეამცირებს, როგორი იქნება პორტების ბედი?

მართალია, ახალი სარკინიგზო მარშრუტით პროექტის მონაწილეები „ოქროს წვიმას“ ელოდებიან, მაგრამ ვინც სიტუაციას აკვირდება, გრძნობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის უკან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანი ჩანს: თურქეთს ხომ არასდროს არ უთქვამს უარი ოსმანთა დროშის ქვეშ ყველა თურქი ხალხების გაერთიანებაზე. „დიდი თურანის“ შექმნა ყოველთვის იყო თურქეთის ხელმძღვანელების სანატრელი ოცნება: მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ტიტულები ჰქონდათ მათ - სულთნიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული. რეჯეფ ერდოღანს არასოდეს დაუმალავს თავისი ოცნებები - იყოს არა მარტო თავისი ქვეყნის ლიდერი, [არამედ სხვა თურქული ხალხებისაც]. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში პანთურქიზმის იდეების განხორციელების გზაზე ბარიერები იდგა - ხან ირანის, ხან რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის სახით.

დღეს პანთურქიზმი ნელა, მაგრამ განუხრელად ძლიერდება: სულ უფრო მტკიცდება სახელმწიფოებს შორის სოლიდარობა, სულ უფრო ერთფეროვანი ხდება კულტურული სივრცე. თურქი მეცნიერები ახალ ისტორიას წერენ, იწყებენ თემურ-ლენგის, [სულეიმანის] და სხვა ფიგურების ქება-დიდებას, გმირებად შერაცხვას. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა ისტორიაში თავიანთი კვალი მართლაც დატოვეს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს კვალი, პირველ რიგში, სისიხლიანი იყო. შუა აზიის რესპუბლიკებთან ერთად, პანთურქიზმის იდეებში რუსეთის ფედერაციის ხალხებიც ერთვებიან, ამის ნიშნები უკვე არის. რა მოხდება შემდეგ და როგორი იქნება თურქულ სამყაროში საქართველოს ადგილი? ქართველებს ახსოვთ ზემოთ ხსენებული ისტორიული ფიგურების „საქმენი საგმირონი“...
---------
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა რუსულ გამოცემაში «EDaily».

ბეჭდვა