«Tehran Times» (ირანი): საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა მატულობს
 «Tehran Times» (ირანი): საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა მატულობს
13:37 07.11.2017
ირანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველო-ირანს შორის ტურიზმის განვითარების საკითხს, კერძოდ, ირანელი ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემების თანახმად, საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობამ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 123%-ით მოიმატა. გარდა ამისა, საქართველომ აღნიშნულ პერიოდში უკვე მიიღო 6,4 მილიონი უცხოელი ტურისტი, რაც გასული წლის მონაცემებს 18,8%-ით აღემატება.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ირანმა და საქართველომ უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ხელი 2010 წელს მოაწერეს. ამ ორმხრივი დოკუმენტის მიხედვით, ქართველ ტურისტებს ირანში და ირანელ ტურისტებს საქართველოში 45 დღით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ.

ბეჭდვა