უკრაინულ გამოცემა «День»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია უკრაინის თანამედროვე პოლიტიკური
ცხოვრება. მასში ყურადღება გამახვილებულია როგორც ხელისუფლების (პრეზიდენტის და მმართველი კოალიციის) კრიტიკოსებზე, ასევე მისი აპოლოგეტების (დამცველების) რიტორიკაზე, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ საზოგადოებას დაუმტკიცონ - „უკრაინაში ყველაფერი კარგად არის და საძაგელი „ბუნტოვშიკების“ მცირე ჯგუფი რომ არ აფუჭებდეს ქვეყნის გასხივოსნებულ პეიზაჟს, ჩვენ ყველა სამოთხეში ვიგრძნობთ თავსო“.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს პოლიტოლოგ იგორ ლოსევის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან:
„ხელისუფლება პარლამენტთან შეკრებილ ხალხს „რუსეთის აგენტობაში“ ადანაშაულებს, მათ მოქმედებაში „კრემლის ხელს“ ხედავს. უკრაინის ოფიციალური პროპაგანდა მიხეილ სააკაშვილისაგან სულ უფრო მეტი შთაგონებით ძერწავს ლევ ტროცკის და ყველა უბედურებას მას აბრალებს. არადა, რა სწრაფად დაავიწყდა ზოგიერთს, რომ საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პირადად პეტრო პოროშენკომ მოიწვია და უკრაინის მოქალაქეობაც, პლუს გებერნატორის პოსტი მოწვეულმა ქართველმა სწორედ პრეზიდენტის ხელით მიიღო.
რატომ არ ახსენდება მიხეილ სააკაშვილით იმედგაცრუებულ ხელისუფლებას უკრაინული ეროვნული ბრძნული ანდაზა - „თვალით ხომ ხედავდი, რასაც ყიდულობდი...“. ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ საკადრო პოლიტიკა ჩაფლავებულია. განსაკუთრებით სასაცილოა პეტროს მომხრეების მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშიუ კანონიერი ხელისუფლების დასამხობად „შემოიპარაო“. კარგით, რა... ვისი დახმარებით „შემოიპარა“, უკვე ძალიან კარგადაა ცნობილი“.
