ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნით განახლდა დისკუსია, თუ რამდენადაა იზოლირებული სომხეთი რეგიონის პროექტებიდან. ფაქტია, რომ მილსადენებმა
სომხეთის ტერიტორიის გვერდის ავლით გაიარა. ფაქტია, რომ გიუმრი-ყარსის რკინიგზა არ მუშაობს, სამაგიეროდ, ამუშავდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა (ისევ სომხეთის გვერდაქცევით). მაგრამ განა ეს ყველაფერი იზოლაციას ნიშნავს ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში? ყველას უნდა ახსოვდეს და გაითვალისწინოს რომ სომხეთი სკავკასიის რეგიონში ტრანსფორმაციის ღერძს წარმოადგენს, ღერძის იზოლირება კი გამორიცხულია, რადგან ყველაფერი მის ირგვლივ მოძრაობს და ბრუნავს.
1990-იან წლების დასაწყისში სომხეთმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ახალი სისტემა დაამყარა, ანუ ახალი სტატუს-ქვო დაამკვიდრა. რკინიგზის პროექტი 2007 წელს დამტკიცდა, 2008 წლის შემდეგ კი ბევრი რამ კარდინალურად შეიცვლა: სამხრეთ კავკასიამ 5-დღიანი რუსეთ საქართველოს და 4-დღიანი სომხეთ-აზერბაიჯანის ომი გადაიტანა, რის შედეგადაც სომხეთის მიერ დამკვიდრებული სტატუს-ქვო კიდევ უფრო განმტკიცდა.
სომხურმა ღერძმა უკვე მიიღო საერთაშორისო ლეგიტიმაცია. სომხეთის ღერძი გულისხმობს არა კომუნიკაციურ გზაჯვარედინს, არამედ ტექნოლოგიური ცენტრის როლის შესრულებას, თუმცა ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან. რასაკვირველია, საქართველო-სომხეთი-ირანის გზა მნიშვნელოვანია, მაგრამ სომხეთისთვის ტექნოლოგიური ინოვაციები უფრო მომგებიანია, რადგან ინოვაციები საზღვრებს არ ცნობენ. სამომავლოდ, სომხეთი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული კომუნიკაციებზე.
p.s. იბეჭდება მცირე შემოკლებით
