„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულებით აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ, სომხეთი კი კიდევ უფრო
მეტად იზოლირებულრ მდგომარეობაში მოექცა“, - ნათქვამია გავლენიან ამერიკულ გამოცემა «Forbes»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - უეიდ შეპარდი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გტავაზობთ მასალის რეზიუმეს:
„მრავალწლიანი მოლოდინი და დაყოვნება უკან დარჩა - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი მწყობრში ჩადგა. პირველმა ეშელონებმა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, თურქეთის აღმოსავლეთი ნაწილისაკენ, მოძრაობა უკვე დაიწყეს’, - აღნიშნულია სტატიაში. მასში გადმოცემულია როგორც პროექტის ისტორია (რომელიც ჯერ კიდევ 1993 წელს გაჩნდა, როცა აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო კავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო შეწყდა), ასევე მისი მშენებლობის დაწყება (2007 წლის შეთანხმებით) და თანამედროვე მდგომარეობა.
„მართალია, მშენებლობა ძალზე გაჭიანურდა, მაგრამ მთავარი შედეგი სახეზეა - რკინიგზა მუშაობს. მის მშენებლობაში ლომის წილი აზერბაიჯანს და თურქეთს ეკუთვნით, ყველაზე მეტი ფული მათ დახარჯეს“, - აღნიშნავს ავტორი.
სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელზეც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გადის, ევრაზიული სუბკონტინენტის გულში მდებარეობს. ეს არის მასიური ბაზარი, რომელშიც დედამიწისა მოსახლეობის 65% ცხოვრობს, 75% ენერგორესურსებით და 40%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტით. ეს რკინიგზა ის სატრანსპორტო მაგისტრალია, რომელიც აბრეშუმის ახალ გზას აკლდა. „როგორც კი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სრულ სიმძლავრეს მიაღწევს, სამი სახელმწიფო - საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ამ უსაფრთხო და შედარებით მოკლე სატრანზიტო მიმართულებით ბევრ სიკეთეს მიიღებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ისაა, რომ რკინიგზა გვერდს უქცევს რუსეთს, რომელსაც დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები გამოუცხადა. შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მეტი პროდუქციის გადაზიდვა შეიძლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და პირიქით.
როგორც სტატიაში აღნიშნული, ეს რკინიგზა შეიძლება სომხეთზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტადაც იქნეს გამოყენებული, რათა ერევანმა აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია შეწყვიტოს. გარდა ამისა, საშუალებას მისცემს საქართველოსაც სრულად გააკონტროლოს ჯავახეთის რეგიონი, სადაც მოსახლეობის უმეტესობას სომხები შეადგენენ. „ენერგეტიკულ პროექტებთან ერთან, ეს სატრანსპორტო პროექტი ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის დერეფნის სახელმწიფოების ინტეგრირების პროცესს, ერთის გამოკლებით: სომხეთი სულ უფრო იზოლირებული რჩება იმ რეგიონში, რომელიც სწრაფად ხდება ევრაზიის მთავარი გზაჯვარედინი“.
