«The Washington Post»(აშშ): უკრაინას იგი არ უნდა, საქართველოს კი მისი დაპატიმრება სურს; სააკაშვილი სიტუაციას ამწვავებს
«The Washington Post»(აშშ): უკრაინას იგი არ უნდა, საქართველოს კი მისი დაპატიმრება სურს; სააკაშვილი სიტუაციას ამწვავებს
10:22 02.11.2017
გავლენიანი ამერიკული გამოცემა «The Washington Post»-ი, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დევიდ სტერნის ავტორობით სტატიას აქვეყნებს.

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიიდან:

„მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია ადასტურებს, რომ მან მიხვეულ-მოხვეულ გზა გაიარა. აშშ-ის კოლუმბიის იურიდიული სკოლის დასრულების შემდეგ, საქართველოში საქმიანობის პერიოდში, იგი „ვარდების რევოლუციას“ ხელმძღვანელობდა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციისათვის ერთგვარი საერთაშორისო-საგამოფენო ნიმუში გახდა დემოკრატიის სფეროში (...) მან ქვეყანა პოლიციის მინის შენობებით მოფინა და ამით მიანიშნა, რომ იგი გამჭვირვალე თანამედროვე ძალოვან სტრუქტურას აყალიბებდა.

2008 წელს მიხეილ სააკაშვილს კატასტროფული ომი ჰქონდა რუსეთის შემოჭრილ არმიასთან. 2013 წელს მან პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მისმა პარტიამ კი ხელისუფლება დაკარგა. ბრუკლინში ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენპროკურორი იური ლუცენკო ექსტრადირებით ემუქრება (ექს-გუბერნატორს უარი უთხრეს თავშესაფრის მიცემაზე) და აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავს, გარდა ამისა, საქართველოში მას მრავალი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილიო, რასაც მიხეილ სააკაშვილი უარყოფს“, - ნათქვამია სტატიაში.

რაც შეეხება სავარაუდო დეპორტაციას, პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის დეპორტაცია სამარცხვინო ფაქტი იქნებოდა.

ბეჭდვა