რუსეთის ტელეარხის «Первый канал»-ის პროგრამა «Воскресное «Время»-ს ეთერში გადაიცა რეპორტაჟი უკრაინაში არსებული პოლიტიკური
სიტუაციის შესახებ, რომელშიც ყურადღება ძირითადად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაეთმო (ავტორი - ალენა გერმანოვა).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ვიდესიუჟეტიდან:
„უკრაინის სახელმწიფო უუნაროა, მას თავისი ფუნციების შესრულება აღარ შეუძლია. უკრაინის სახელმწიფოს ავანტიურისტ მიხეილ სააკაშვილის მორჯულების თავიც კი აღარ აქვს, რომელიც კიევში მორიგი რევოლუციური მაიდნის მოწყობას ცდილობს. საქართველოს ექს-მეთაურსს უკრაინის ხელისუფლებამ თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს მალე ან პოლონეთში დააბრუნებენ, საიდანაც უკრაინაში შევიდა, ან ისტორიულ სამშობლოს გადასცემენ, სადაც მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული.
მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად უიღბლო და ბედგამწყრალი კაცია. ყველა საქმე იფუშება, რომელსაც კი იგი ხელს მოკიდებს: საქართველოს პრეზიდენტობაც ხომ ჩააფლავა! თბილისის ბაზარზე რომ ემუშავა მემწვადედ, იქ უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა: იგი ენერგიული, ექსტრავაგანტური ტიპია და საქმე კარგად წაუვიდოდა...
„დობროგო რანკუ! (დილა მშვიდობისა!), მე წუხანდელი ღამე კარავში გავათენე“, - ცოტა გამოუძინებელი, მაგრამ თვითკმაყოფილი სახით ამბობს მიხეილ სააკაშვილი. თავის „ბურჟუიკა“ ღუმელს ჩახუტებული იგი უკვე მეხუთე დღეა პოზიორობს. აი, ფოტომისალმება - „სიყვარულით უკრაინელ ხალხს - მიმართვა კარავიდან“.
საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის აპარტამენტები ელიტური არ არის, მაგრამ სრულიად ნორმალურია: საქმე იმაში გახლავთ, რომ ექს-პრეზიდენტი კარავს მხოლოდ ფონის მისაცემად იყენებს, სინამდვილეში კი სასტუმრო „კიევში“ სძინავს. ჟურნალისტებმა რამდენჯერმე გამოიჭირეს შესასვლელში. არადა, ხომ ამბობდა - კარავში ყოფნა უფრო უსაფრთხოაო, ახლა კი რადიკალების ზურგსუკან იმალება. ასეთი მოქმედება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მიგრაციის სამსახურმა თავშესაფრის თხოვნაზე უარი განუცხადა.
მოქალაქეობისა და ლტოლვილის სტუსისი გარეშე მიშას მხოლოდ ერთი გზა აქვს დარჩენილი - პირდაპირ აეროპორტში, სპეცრეისით კიევი-თბილისი, რომლითაც მისი რამდენიმე თანამებრძოლები უკვე გაისტუმრეს საქართველოში. წინა წლებში ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა საკმაოდ ბევრი ხალხი ჩაიყვანა საქართველოდან. ასე რომ, დეპორტი ბევრ ქართველს ელოდება. „ქართველები მე არ ჩამომიყვანია, ისინი პეტრო პოროშენკომ ჩამოიყვანა. ისინი სამსახურში მე არ დამინიშნავს. რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტი მათ რამდენჯერმე თვითონ შეხვდა“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
(...)
პეტრო პოროშენკომ არ უნდა დაივიწყოს, ვისთან აქვს საქმე. მიხეილ სააკაშვილმა ამ კვირაში დემონსტრაციულად იწვევდა ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ევროპელ დეპუტატებს კიევში, რათა მათთან ერთად კიეველების წინაშე რეფორმებზე ელაპარაკა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის გადარჩენის რეცეპტებს ისე წერდა, თითქოსდა მის ბიოგრაფიაში არ იყოს ჩადენილი დანაშაულობები სხვისი ქონების მითვისებაზე, ბიუჯეტის განიავებაზე, სამსახურებრივი (თანამდებობრივი) მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე...
„იგი ელიტარული კორუფციის არქიტექტორია. მიხეილ სააკაშვილს არ უკრაინულ, არც ქართულ და არც სხვა უცხო ქვეყნის პოლიტიკაში არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მისი ერთადერთი პერსპექტივა არევ-დარევის მოწყობაა, რომელსაც იგი ყველგან ცდილობს“, - ამბობს გიორგი ხაინდრავა, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო.
მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები, რომლითაც იგი უკრაინის პოლიტიკაში „შევარდა“, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია: გაეროს მონაცემებით, მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვრის მიღმა ცხოვრობს. აქ ევროპის მასშტაბით ხელფასის ყველაზე დაბალი დონეა, სამაგიეროდ, უკრაინა ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სიის პირველ ათეულშია. „რასაკვირველია, ის პოლიტიკა, რომელსაც პეტრო პოროშენკო ატარებს, დასავლელ პარტნიორებს არ მოსწონთ. ამიტომაც მათი ხელშეწყობით ხდება ძალის პარალელური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ანტიკორუფციული სასამართლოების, დეპუტატთა ხელსეუხებლობის გაუქმებაში გამოიხატება. ეს ყველაფერი პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს“, - განმარტავს პოლიტოლოგი დენის დენისოვი.
და მართლაც, პეტრო პოროშენკოსა და მისი გარემოცვის ნერვები მუდამ დაჭიმულია: ჯერ მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფალური დაბრუნება უკრაინაში, მერე მისი პოლიტიკური გასტროლები მთელ ქვეყანაში, ახლა კი - კარვები დედაქალაქის ცენტრში. და რაც უფრო დიდხანს გრძელდება „კარვებში დგომა“, მით უფრო მკაცრი ხდება აქციის მონაწილეთა მოთხოვნები: „ბატონო პრეზიდენტო, პარლამენტში იმპიჩმენტის კანონი უნდა შეიტანოთ განსახილველად. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებ, გაჩვენებთ, რა შეგვიძლია... ნუ გვაიძულებთ, პეტრო ალიქსეევიჩ! გაიხსენეთ რუმინეთის პრეზიდენტის ნიკოლე ჩაუშესკუს ბედი“.
თვითონ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამ კვირაში დონბასში, დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორების ხაზზე იმყოფებოდა და სამხედროებს საჩუქრებს და ჯილდოებს ურიგებდა, თითქოს ამით მიხეილ სააკაშვილს აჩვენებდა, არმია ჩემს მხარეზეაო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ არმიის არასაბრძოლო დანაკარგებმა ათი ათასი ადამიანი შეადგინა, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე ბრძოლის დროს. უკრაინის არმიას ღუპავს ტოტალური ლოთობა, უდისციპლინობა და ერთმანეთში კონფლიქტი იარაღის გამოყენებით. ასეთი არმიით მიხეილ სააკასვილს ვერ შეაშინებ. „ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ბომჟი მსოფლიოში“ (ასე უწოდებენ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში) თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და კარვების ბანაკის არებას არ აპირებს“.
