«TRT -Türkiye Radyo Televizyon Kurumu» (თურქეთი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის გახსნაზე მატარებელი სტარტს ბაქოს დეპოდან აიღებს
«TRT -Türkiye Radyo Televizyon Kurumu» (თურქეთი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის გახსნაზე მატარებელი სტარტს ბაქოს დეპოდან აიღებს
11:22 24.10.2017
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პირველი ოფიციალური გახსნა 30 ოქტომბერს გაიმართება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.

როგორც თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის მინისტრმა აჰმეტ არსლნმა განაცხადა, რეჯეპ ერდოღანი, ილჰამ ალიევი და გიორგი კვირიკაშვილი პირველ მგზავრობას ბაქოს რკინიგზის დეპოდან დაიწყებენ.

„ამ რკინიგზის მაგისტრალის ამოქმედებით მარტო მატარებლები კი არ ივლიან, არამედ, რეგიონის ისტორიაც უკეთესობისკენ შეიცვლება“, - განაცხადა აჰმეტ არსლანმა და დაამატა, რომ ამ მაგისტრალს შემდეგ ედირნედენ ევროპაში მიმავალ ჩქარი მატარებლის რკინიგზის ხაზს მიუერთებენ, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები იდგმება.

თურქმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისინი ირან-აზერბაიჯან-თურქეთს შორისაც გეგმავენ სარკინიგზო ხაზის გაყვანას.
---------
შენიშვნა: მასალები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდა აგრეთვე თურქულ გაზეთებში «Daily Sabah»-ში, «Hürriyet Daily News»-ში და ა.შ.

ბეჭდვა