ლეგენდარული „მილანელი“ ფეხბურთელი ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი ხდება, კიდევ ერთ „მილანელს“ თბილისის მერობა სურს
ლეგენდარული „მილანელი“ ფეხბურთელი ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი ხდება, კიდევ ერთ „მილანელს“ თბილისის მერობა სურს
13:47 19.10.2017
„ცნობილი ლიბერიელი სპორტსმენი ჯორჯ ვეა წუთი-წუთზე მშობლიური ქვეყნის პრეზიდენტი გახდება. ხმებს ისევ ითვლიან, მაგრამ უკვე აშკარაა - 51 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი, იტალიური „მილანის“ ყოფილი მოთამაშე „აფრიკულ ოცნებას“ აისრულებს. იგი მილიონერია, მაგრამ ქველმოქმედების მიზნით ფულის ხარჯვა არ ენანებოდა. ამიტომაც ჯორჯ ვეა სამშობლოში უაღრესად პოპულარული კაცია“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Комсомольская правда»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საუბარია სპორტიდან პოლიტიკაში მოსულ ცნობილ ადამიანებზე.

„მსოფლიოში საკმაოდ ბევრია იმის მაგალითი, თუ როგორ იკეთებდნენ კარიერას პოლიტიკაში პროფესიონალი სპორტსმენები. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ასეთი სპორტსმენების მთელი ბლოკი არსებობს, საქართველოში კი „მილანის“ კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე კახა კალაძე ქვეყნის ვიცე-პრემიერი იყო, ამჟამად კი თბილისის მერის პოსტზე ასარჩევად ემზადება. კიევში ასეთი თანამდებობა მოკრივე ვიტალი კლიჩკოს უკავია. იქნება კიდევ მსოფლიოში რომელიმე სპორტსმენი, ნიგერიელი „მილანელის“ ჯორჯ ვეას მსგავსი, რომელიც პრეზიდენტის პოსტსაც შეეპოტინება? ამას მომავალი გვიჩვენებს...


ბეჭდვა