«The New Republic»(აშშ): ბუში სააკაშვილს კონფიდენციალურად აფრთხილებდა, მაგრამ.....
«The New Republic»(აშშ): ბუში სააკაშვილს კონფიდენციალურად აფრთხილებდა, მაგრამ.....
12:16 03.10.2017
„ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც საქართველოს გააჩნდა საკუთარ არსენალში, იყო სავარაუდო ფასეულობებისა და შესაძლებლობების წარდგენის თავისებური მეთოდი აშშ-ის წინაშე: პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი პრეზიდენტის სიმპათია იმით დაიმსახურა, რომ კონგრესისადმი მისი ბოლო მიმართვის ციტირება ზეპირად მოახდინა. „მე ამ ლიდერით განცვიფრებული ვარ, - განუცხადა ჯორჯ ბუშმა ჟურნალისტებს, - მე მოხიბლული ვარ მისი იდეებითა და გამბედაობით“. როცა საქართველოს ხელისუფლებას ფული გამოელია, აშშ-ის მთავრობა თბილისს დაეხმარა ქართველებისთვის ხელფასისა და პენსიების გადახდა დაიწყო“-ამის შესახებ ამერიკულ გამოცემა «The New Republic»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ აღნიშნული მასალის მეორე ნაწილს:

რეფორმატორის იმიჯის მიუხედავად, ახალმა პრეზიდენტმა ფაქტიურად ედუარდ შევარდნაძის კურსი გააგრძელა: მიხეილ სააკაშვილი მოხერხებულად აღწევდა ამერიკელთა კეთილგანწყობას - „დემოკრატიულ ფასეულობებზე“ მხურვალე რიტორიკის წყალობით, თუმცა ქვეყნის შიგნით იგი ისეთ პოლიტიკას ატარებდა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად შეესაბამებოდა დემოკრატიის პრინციპებს. მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოს მოსდო თავისი ნაქები ანტიკორუფციული პროგრამის წარმატება, თუმცა იმავდროულად, სარგებლობდა რა თავისი უფლებამოსილებით, ხელს უწყობდა [თვალს ხუჭავდა] ადამიანის უფლებების უამრავ დარღვევაზე. კერძოდ, მისი მმართველობის დროს ხორციელდებოდა სამარცხვინოდ ცნობილი კამპანია, რომლის თანახმად, პოლიციას შეეძლო ყოველი მოქალაქე ქუჩაში გაეჩერებინა, აეძულებინა ნარკოტიკებზე ტესტი გაევლო და თუ ნარკომოხმარება დადატურდებოდა, იგი იმავწუთს საპყრობილეში აღმოჩნდებოდა, თანაც ფანტასტიკური ჯარიმის გადახდით. იმავდროულად მიხეილ სააკაშვილი აგრძელებდა აშშ-სადმი თავისი ლოიალური დამოკიდებულების პოლიტიკას: მან ჯორჯ ბუშს შესთავაზა, რომ ერაყისა და ავღანეთის კამპანიებში დაეხმარებოდა და ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით, იქ ქართული სამხედრო კონტინგენტი გაგზავნა. თუმცა ჯორჯ ბუში, რომელიც, მართალია, დადებითად აფასებდა საქართველოს, როგორც „თავისუფლების პროგრამის“ ეფექტურობის ნიმუშს, კონფიდენციალურად აფრთხილებდა მიხეილ სააკაშვილს, რომ რუსეთთან მწვავე დაპირისპირების შემთხვევაში ამერიკა მას ვერ დაეხმარებოდა.

მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, უფრო მეტად აშშ-ის საჯარო განცხადებებს დაუჯერა, ვიდრე კონფიდენციალურ გაფრთხილებებს და 2008 წლის აგვისტოში, [რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი] სამხრეთ ოსეთის დაბრუნების მიზნით, სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, რომელიც ფაქტიურად რუსეთთან ომს ნიშნავდა. ანაზდეული ოპერაციით თავდაპირველად მან შეძლო მოსკოვის შოკში ჩაგდება, მაგრამ თავის მხრივ რუსეთმაც სწრაფად იმოქმედა და საქართველოს არმია განადგურების პირას დადგა. მიხეილ სააკაშვილი ტყუილად ეხვეწებოდა ამერიკას, იქნებ როგორმე დახმარებოდა. „საქმე აღარ ეხება საქართველოს, საქმე უკვე ეხება ამერიკულ ფასეულობებს, რომლისაც ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა“, - ამბობდა მიხეილ სააკაშვილი. „თუ ახლა მსოფლიო რუსეთს ვერ შვაჩერებს, რუსული ტანკები და რუსი მედესანტეები მალე ევროპულ დედაქალაქებშიც გამოჩნდებიან“, - აცხადებდა მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი.

მაგრამ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების მნიშვნელობა აშკარად აჭარბებდა აშშ-ის ინტერესებს, ვაშინგტონის მზადყოფნას კონფლიქტში ჩაბმულიყო შორეული საქართველოსთვის, რომლის გეოპოლიტიკური სარგებლიანობა ამერიკისათვის აშკარად არ ჩანდა. ზოგადად, შეერთებულ შტატებს ნამდვილად არ სურდა რუსეთთან ომი სამხრეთ ოსეთის გამო, საქართველოს პრეზიდენტის ლამაზი და მხურვალე განცხადებების მიუხედავად.

მიხეილ სააკაშვილმა, რომლის პარტიამ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები წააგო, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მზერა უკრაინას მიაპყრო, სადაც მორიგი ხმაურიანი შიდა კონფლიქტი იწყებოდა. 2014 წელს, კიევში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, რომელსაც ფარულად მხარს რუსეთი უჭერდა, კონფლიქტი დაიწყო. ამ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ახლდარჩეულ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს აშშ-სგან მხარდაჭერის მიღების საკითხში ეხმარებოდა. უკრაინის ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ თუ ამერიკა მათ არ დაეხმარებოდა, რუსეთი ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას გააკონტროლებდა.

მაგრამ ამ შემთხვევაში სცენარმა უარესად იმუშავა: 2008 წელს რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ცდილობდა საქართველოს კრიზისი წინასაარჩევნო კამპანიაში გამოეყენებინა დემოკრატების წინააღმდეგ. იგი ამბობდა, რომ დემოკრატ ბარაკ ობამას სულაც არ ადარდებს ჩვენი მოკავშირის ბედი, რომელსაც მოსკოვი ემუქრებაო. ბარაკ ობამა იძულებული გახდა შვებულება შეეწყვიტა და განცხადება გაეკეთებინა რუსეთის აგრესიის დაგმობის თაობაზე. თუმცა მოგვიანებით, 2014 წელს მან აღიარა, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, უფრო მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის ინტერესებისათვის, ვიდრე ამერიკისათვის. იგი მიხვდა, რომ აშშ-ის მესიანურ პროექტებს ერაყსა და ავღანეთში არაფერი სასიკეთო არ მოუტანია. საბედნიეროდ, პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა თანაპარტიელების მოწოდებებს უკრაინისათვის სასიკვდილო იარაღის მიცემის თაობაზე.

შემდეგ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა. მან დაიწყო რიტორიკა დევიზით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ნატოს კრიტიკა, თუმცა მალევე უკან დაიხია. აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის საეჭვო ცვლილება არამარტო ხაზს უსვამს მის ექსცენტრიულობას და ნათელი ხედვების არარსებობას, არამედ იმის დემონსტრირებასაც ახდენს, თუ რამდენად მტკიცედ არის ჩანერგილი ინტერვენციონიზმი აშშ-ის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში, ასევე ამერიკელთა წარმოდგენებში. ბევრმა ამერიკელმა, რომელიც დონალდ ტრამპს აკრიტიკებდა ქალებისა და იმიგრანტებისადმი დამცინავი დამოკიდებულების გამო, მშვიდად მიიღო ინფორმაცია სირიის „ტომაჰავკებითა“ დაბომბვისა და ავღანეთში „ყველა ბომბის დედის“ ჩამოგდების თაობაზე. ზოგიერთს გაეხარდა კიდეც.

ომის შესახებ ორი ნარატივის - რუსული და ამერიკულის - შედარება გვაჩვენებს, თუ რამდენად აბნევს ქვეყანას ეროვნული მითები. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ცბიერ პოლიტიკას, როცა მოსკოვი აცხადებს, სირიაში ჰუმანური მოსაზრებით ვიბრძვიო, მაგრამ როცა ჩვენ თვითონ ერაყში, ლიბიასა თუ სირიაში ვიჭრებით, ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ვიცავთ. ჩვენ დავცინით რუსულ პარანოიდალურ შიშებს ნატოს გაფართოების თაობაზე, მაგრამ ჩვენ თვითონვე პანიკაში ვვარდებით იმ მითქმა-მოთქმის გამო, რომ არიქა, დავიღუპეთ, რუსეთი ჩვენს არჩევნებში ერევაო. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის არმიის შეიარაღებით და ვივიწყებთ, რომ ჩვენ თვითონვე უფრო მეტი და კარგი შეიარაღება გვაქვს. მოკლედ, საჭიროა რუსულ ხედვებში კარგად გავერკვეთ, რომ რუსების ქცევა გავაცნობიეროთ. ეს ჩვენ საკუთარი ილუზიებიდან გამოსვლაში დაგვეხმარება“.


ბეჭდვა