«russian-bazaar»(აშშ): წითელი ღვინო, უგემრიელესი ქართული კერძები და ულამაზესი ბუნება-ეს საქართველოს სავიზიტო ბარათია
«russian-bazaar»(აშშ): წითელი ღვინო, უგემრიელესი ქართული კერძები და ულამაზესი ბუნება-ეს საქართველოს სავიზიტო ბარათია
19:07 24.09.2017
აშშ-ის რუსულენოვან ყოველკვირეული გაზეთის რუბრიკაში „პოსტსაბჭოთა სივრცის ახალი ამბები“ გამოქვეყნებულია კომენტარები საქართველოში და სომხეთში ტურიზმის განვითარების თაობაზე.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ლიუდმილა ზაიდლიჩის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად, ტრადიციულ რეგიონში ყურძნის კრეფა - რთველი დაიწყო. ყურძენს ყველაზე ცნობილი ეროვნული პროდუქტის - ღვინის დასამზადებლად იყენებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, ქართველი მევენახე ფერმერები მეღვინეებს 150 ათას ტონა ყურძენს მიაწვდიან, ანუ 20%-ით მეტს 2016 წელთან შედარებით. ტურიზმის სფეროს ჩინოვნიკები თვლიან, რომ საქართველოს რაც უფრო მეტი ღვინის მარაგი ექნება, უფრო მეტ ტურისტს მოემსახურება როგორც ევროპიდან ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან. წითელი ღვინო, უგემრიელესი ქართული კერძები და ულამაზესი ბუნება - ეს საქართველოს სავიზიტო ბარათია.
ტურიზმის განვითარებას და უცხოელი ტურისტების მიზიდვას სომხეთშიც ცდილობენ, თუმცა სომხები ქართველებს ამ მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ბოლო დროს სომხეთის ტურისტულ სფეროში აქცენტი ისტორიულ ღირსშენიშნაობებზეა გადატანილი. მაგალითად, ამას წინათ სომეხმა არქეოლოგებმა გამოაცხადეს, რომ მე-17 საუკუნისდროინდელი მიწისქვეშა ქალაქი აღმოვაჩინეთო, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაიმარხა და სადაც ყველაფერი თურმე თავდაპირველი სახითაა შემონახული: სასახლეები ორმეტრიანი კედლებით, თაღებით და სხვა ნაგებობებით. საინტერესოა, რომ უცხოელებს სომხეთზე წარმოდგენა ძირითადად ექმნებათ ამერიკელი სექს-სიმბოლო კიმ კარდაშიანით და როკ-ჯგუფ System of a Down-ით.


ბეჭდვა