„kaspiy“(აზერბაიჯანი): სააკაშვილის სრულიად უკრაინული ტურნე; მას რევოლუცია არ სურს, მაგრამ ბრძოლას გააგრძელებს
„kaspiy“(აზერბაიჯანი): სააკაშვილის სრულიად უკრაინული ტურნე; მას რევოლუცია არ სურს, მაგრამ ბრძოლას გააგრძელებს
18:15 20.09.2017
„ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გასულ კვირას წარმატებით გაარღვია უკრაინის საზღვარი და ქვეყანაში დაბრუნდა, ასევე წარმატებით განაგრძობს გამარჯვების ტურნეს უკრაინაში. საინტერესოა, რომ იგი პრაქტიკულად პასპორტის გარეშე მოგზაურობს, ადგილობრივი მასმედია კიევის „სირცხვილზე საუბრობს“, - წერს სტატიის ავტორი ალი საიდოვი, რომელიც აზერბაიჯანულ გამოცემა „kaspiy“-ში პოზიტიურად აშუქებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის დამსახურებას უკრაინელი ხალხის წინაშე.

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ოპოზიციონერები შეიკრიბნენ. ისმება კითხვა: რა მოხდა, რატომ მივიდნენ მასთან ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ადრე მიხოსკენ გახედვაც არ სურდათ? ხომ ყველას ახსოვს, რომ არც იულია ტიმოშენკოს და არც ლვოვის მერს ანდრეი სადოვოის მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონდათ... როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის ვარიანტია, როცა ამომრჩევლებმა არაიმდენად დონალდ ტრამპს მიცეს ხმა, არამედ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინულ ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილი ლოკომოტივას ჭირდებათ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილის მხარეზე მთელი ოლქები გადადიან. დასავლეთ უკრაინის ოლქები პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ. ექს-გუბერნატორს მხარს უჭერენ პარტიები „ბატკივშინა“, „უკროპი“ და „სამოობორონა“. პროსამთავრობო პარტიების რეიტინგი კლებულობს. თუ ასე გაგრძელდება, თუ მიხეილ სააკაშვილის მხარეზე უკრაინის სხვა საოლქო საბჭოებიც გადავლენ, მაშინ შეიძლება 2014 წლის დროინდელი სიტუაცია განმეორდეს, როცა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო. თვითონ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას რევოლუციის მოწყობა სულაც არ უნდა, მაგრამ აქ მთავარი ისაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მისი კიევში ჩასვლის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი აცნობიერებს, რომ ხელისუფლებას ვერც მისი დაპატიმრება და არც საქართველოსათვის გადაცემა არ შეუძლია - ამის შანსი მთავრობამ უკვე ხელიდან გაუშვა და თუ ოფიციალური კიევი „ჩავლილი მატარებლის“ უკან დაბრუნებას შეეცდება, მას ასეთი ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდება. მიხეილ სააკაშვილს, ალბათ, პრეზიდენტობაზე პრეტენზია არ აქვს, რადგან უკრაინაში ცხოვრების ცენზი ამის უფლებას არ აძლევს, მაგრამ პრემიერ-მინისტრობა სავსებით შესაძლებელია, ან პარლამენტის დეპუტატის სავარძელი“-წერს გამოცემა.


ბეჭდვა