«BBC» (დიდი ბრიტანეთი): დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში?
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში?
15:21 19.09.2017
გავლენიან ბრიტანულ სააგენტო «BBC»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია ის სიტუაცია, რომელიც უკრაინაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის (და საქართველოს ექს-პრეზიდენტის) მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ქართველი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს „წარსულის პოლიტიკურ პერსონაჟს“ უწოდებენ, რომელიც ახლა მხოლოდ სამართალდამცველ ორგანოებს აინტერესეთ, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რასაკვირველია, ქართველები („მიშისტებიც“ და „ანტიმიშისტებიც“) გულგრილნი ვერ დარჩებიან ყოფილი პრეზიდენტის ბედის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მის სავარაუდო ექსტრადირებას საქართველოში“, - ნათქვამია ვრცელ სტატიაში, - „ექს-პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს დღეს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ - იმედი იმისა, რომ იგი საქართველოში ოდესმე რაღაცნაირად მაინც დაბრუნდებაო“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავიანთი ლიდერის უკრაინაში დაბრუნებას „ივანიშვილ-პოროშენკოს გეგმის“ ჩავარდნად მიიჩნევენ (იმ გეგმისა, რომელიც მათ უკრაინისა და ქართველი ხალხების ზურგსუკან შეიმუშავეს). „უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენები ნიშნავს პეტრო პოროშენკოს, ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის დამარცხებასაც. უკრაინული ტალღა მალე საქართველოსაც მოწვდება“, - აცხადებს „ნაციონალი“ აქტივისტი ზაზა ბიბილაშვილი.
ოპოზიციონერი „ნაციონალები“ საქართველოს ხელისუფლებისაგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვენ, თუმცა მათ მმართველი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასე პასუხობენ: „მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ავანტიურისტია. იგი ირჩევს მოქმედების ისეთ ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც გამიზნულია უწესრიგობისა და კონფლიქტების გამოწვევისაკენ. მისი საქმიანობა არანაირ სამართლებრივ და ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება. ეს ფაქტია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული მასთლმსაჯულების წინაშე წარსდგეს“, - აღნიშნავს პარლამენტის წევრი გედეონ ფოფხაძე. მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება დამოკიდებულია არამარტო ქართულ, არამედ უკრაინულ მხარეზეც, რომლის მთავრობამ თავის დროზე „შეცდომა დაუშვა“: „ფაქტია, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა შეცდომა ჩაიდინა, როცა მიხეილ სააკაშვილი „ტროას ცხენივით“ თავისთან შეუშვა“, - განაცხადა დეპუტატმა.
მართლაცდა, რამდენად პერსპექტიულია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავება და საქართველოსთვის მისი გადმოცემა? თუ ადრე ამას ხელს უკრაინის მოქალაქეობა უშლიდა (იქაური კონსტიტუციის თანახმად), ახლა, როცა მას მოქალაქეობა უკვე ჩამორთმეული აქვს, განა არ შეიძლება ექსტრადირების პროცედურის განხორციელება?
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისათვის სასარგებლო და მომგებიანი იქნება“, - ამბობს BBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია, - თუმცა არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თავის პრობლემას (მიხეილ სააკაშვილის სახით) საქართველოს გადმოულოცავს... მაგრამ ამით საქართველოს ხელისუფლება „ნაციონალებისა“ და მათი მომხრეებისაგან საპროტესტო მიტინგებს მიიღებს. საერთოდ კი, ექსტრადირება ორივე ქვეყნის იმიჯს დააზიანებს“.
თითქმის იგივე თვალსაზრისი აქვს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილსაც: ასეთი ნაბიჯი ხელისუფლებისათვის თავის ტკივილი იქნება. „ექსტრადირების შემდეგ მიხეილ საკაშვილის დაპატიმრება პრობლემატური იქნება, რადგან, როგორც წესი, პრეზიდენტებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ აპატიმრებენ. მას დასავლეთში ბევრი მომხრეები ჰყავს. არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის ქუჩაში გამოჩენა ხელისუფლებისთვის პრობლემებს შექმნის, მაგრამ უფრო ცუდი შედეგები მოჰყვება მის დაპატიმრებას. პეტრო პოროშენკოს კი სურს მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოშორება, მაგრამ უკრაინის ლიდერს ასეთი ნაბიჯისათვის ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რადგან ამ ისტორიაში იქაური ოპოზიციაც მონაწილეობს“.
„უკრაინის პრეზიდენტს ეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირების პროცესში ეს ყველაფერი იოლად გაკეთდებოდა. იგი ფიქრობდა, რომ ექსრადიციის მუქარით მიხეილ სააკაშვილი შეშინდებოდა და ბუჩქებში დაიმალებოდა. პეტრო პოროშენკომ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რაც მიხეილ სააკაშვილმა მაქსიმალურად გამოიყენა“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
ქართველი პოლიტოლოგები მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ პერსპექტივაზე პროგნოზებს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ, რადგან სიტუაცია პერმანენტულად იცვლება. ასევე ბუნდოვნად მიაჩნიათ მათ ექს-პრეზიდენტის მომავალი საქართველოშიც.
გია ნოდია თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში იმედებმა არ გაუმართლა, „ნაციონალებმა“ საპარლამენტო არჩევნები წააგეს. ახლა იგი უფრო მეტად ფოკუსირებული უკრაინაზე იქნება. შესაბამისად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილისათვის უკვე სათადარიგო ვარიანტს წარმოადგენს.

ბეჭდვა