"საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში ჩასვლისას განაცხადა, რომ მზადაა ხელისუფლების შეცვლისათვის
იბრძოლოს. მან იულია ტიმოშენკოსთან და სხვა პროდასავლური ოიპოზიციური პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა სამომავლო თანამშრომლობისა და კიევის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობისათვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით"-ამის შესახებ შვეიცარიულ გამოცემა «Neue Zürcher Zeitung»-ის მიერ ჟურნალისტ პაულ ფლიუკიგერის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას შემოკლებული სახით:
პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაპირისპირების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობა დაკარგა. ექს-გუბერნატორი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და თუ იგი უკრაინაში შესვლას შეეცდებოდა, იუსტიციის სამინისტრო საქართველოში დეპორტაციით ემუქრებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუმცა საქართველოს ექს-პრეზიდენტი არ შეშინებულა და სკანდალური აქციის შედეგად იგი უკრაინაში დაბრუნდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრა - საზღვრის დარღვევის გამო, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი გააფრთხილა - შენს მოქმედებას პოლიტიკური შედეგები მოჰყვებაო. თავის მხრივ, ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში კანონიერად იმყოფება და იგი ბრძოლას იწყებს.
ასე რომ, უკრაინაში, პირველად მაიდნის ღირსების რევოლუციის შემდეგ, ჩამოყალიბდა სიტუაცია, როცა პროდასავლური ოპოზიციურ პარტიებს კოალიციის შექმნა შეუძლიათ. თუმცა ამ კოალიციაში პოპულისტად შერაცხული იულია ტიმოშენკოს მონაწილეობის გამო უკრაინის სიტუაცია შეიძლება უკიდურესად სახიფათო გახდეს.
--------
«Neue Zürcher Zeitung» - შვეიცარიის მსხვილი გერმანულენოვანი ყოველდღიური გაზეთი. იბეჭდება ქალაქ ციურიხში 1780 წლიდან. ტირაჟი - 160 ათასი ეგზემპლარი.
