საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის ფაქტს ფრანგული გამოცემა «La Croix»-ი ოლივერ
თალესის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ფრაგმენტს მასალიდან:
თუ უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს დააკავებს და საქართველოს გადაცემს, მაშინ ძალაუფლების მოყვარე რეფორმატორი თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს უნდა ელოდოს: ექს-პრეზიდენტს სამშობლოში 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
უკრაინაში მისი ქართული გუნდის საქმიანობამ სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. მართალია, მიხეილ სააკაშვილი თავის წარუმატებლობაში ოლიგარქებს ადანაშაულებს, მაგრამ კაცმა რომ თქვას, მან თვითონაც საკმაო შეცდომები დაუშვა, პლუს სპეციფიკური ქცევა და ფეთქებადი ხასიათი. ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი მონაცემით, უკრაინის მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობას“ შედარებით უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე პრეზიდენტის მომხრე პარტიების ბლოკს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მთავარი ოპონენტი იქნება.
