საუდის არაბეთში გამომავალ «Arab News»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში საუბარია იმ, მათივე შეფასებით თაღლითობაზე, რომელიც
საინვესტიციო ფონდ „რაკიას“ („რას-ელ-ჰაიმ“) საქმიანობასთან დაკავშირებით გამომჟღავნდა. საქმე ეხება იმ საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც 1,5 მილიარდი დოლარის უკანონოდ მითვისებას ეხება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ შონ კრონინის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის შინაარსს:
თბილისში მდებარე სასტუმრო Sheraton Metechi Palace იმ რთული იურიდიული საქმის ნაწილია, რომელიც ინვესფონდ „რაკიას“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს - ჰათარ მასადს უკავშირდება. იგი ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება. ავსტრიული კომპანია VI2 Partners ცდილობს ის ფული დაიბრუნოს, რომელიც მისთვის ხუთი წლის წინ არ გადაუხდიათ, სასტუმროს გაყიდვის მცდელობის დროს.
ავსტრიულმა კომპანიამ, „რაკიის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, საქართველოში გამართული პირველი სასამართლო პროცესი უკვე მოიგო, თუმცა „რაკიას“ წარმომადგენლის ჯეიმს ბიუკენენის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და მას იმედი აქვს, საჩივარი დაკმაყოფილდება: „ჩვენ უკვე ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და დადებითი შედეგს ველოდებით“, - თქვა მან ლონდონში მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
Sheraton Metechi Palace-თან დაკავშირებული საქმე საკმაოდ რთული და სკანდალურია. მასში ფარჰად აზიმიც არის გახვეული, ირანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც „რაკია“-საგან 2,6 მილიონი დოლარის დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვს.
-------
გაზეთი «Arab News» დაარსებულია 1975 წელს, ცენტრალური ოფისი განთავსებულია ქალაქ ჯიდაში, ვრცელდება როგორც საუდის არაბეთში, ასევე ემირატებში, კუვეიტში და სხვა ქვეყნებში.
