«Radio Voice of Amerika» (აშშ): ტყის ხანძარი და პოლიტიკა; ქართული ოპოზიცია რუსეთის დახმარების წინააღმდეგ
«Radio Voice of Amerika» (აშშ): ტყის ხანძარი და პოლიტიკა; ქართული ოპოზიცია რუსეთის დახმარების წინააღმდეგ
09:40 31.08.2017
„საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალურმა თბილისმა ხანძრის ჩაქრობის მიზნით დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ქართულ-რუსულმა კულისებსმიღმა კონტაქტებმა ოპოზიციის და საექსპერტო საზოგადოების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოსთვის გაწეული დახმარება ბორჯომის ტყეში მომხდარი ხანძრის ჩასაქრობად. ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა რუსეთთან დაკავშირებით მომხდარ სკანდალურ ისტორიას: საქართველოს ხელისუფლება თავდაპირველად არ ახდენდა იმ ფაქტის აფიშირებას, რომ დასახმარებლად „ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს მიმართა“, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი ცნობილი გახდა.
სტატიაში ციტირებულია როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განმარტებები.

როგორია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისი, სწორი ნაბიჯი გადადგა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ, როცა დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა?

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ „ბუნებრივი, სტიქიური კატასტროფების დროს პოლიტიკური კალკულაცია უკანა პლანზე გადადის“. მისი თქმით, ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობდა იმ ზარალის შემცირებას, რასაც ხანძარი მიაყენებდა ტყეებს და რომელიც შეიძლებოდა დასახლებულ პუნქტებზე გადასულიყო: „ძნელია ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად შეაფასო - უნდა მიგვემართა თუ არა რუსეთისათვის დახმარების თხოვნით. ალბათ, იმ მომენტში მთავრობის თვის ყველაზე მთავარი საზრუნავი ხანძრის გაფართოებული მასშტაბი გამო და მისი კატასტროფული შედეგების გაცნობიერება იყო, ასეთ დროს კი პოლიტიკაზე ფიქრისათვის დრო აღარ რჩება“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტთან საუბარში.

თუმცა, როგორც სახელმწიფოს მართვის ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, საქართველოს რუსეთისათვის - „ოკუპანტი ქვეყნისათვის“ - დახმარება არ უნდა ეთხოვა. პოლიტოლოგის თქმით, თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ე.წ. „პოლიტიკური დაშოშმინების“ სურვილით შეიძლება აიხსნას, მაგრამ ასეთი პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, „ძალიან არაეფექტურია“. „ხელისუფლების მოქმედების ერთადერთი „გამართლება“ ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ თბილისი მოსკოვს აჩვენებს - „აი, ხედავთ, ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ არათუ ვერაფერს დაგაკლებთ, არამედ თქვენი დახმარებაც კი გვინდა“. ასეთ პოლიტიკას მმართველი პარტია უკვე ხუთი წელია ატარებს და ამას არანაირი დადებითი შედეგი არ გამოუღია, პირიქით - უარესდება: ჩვენი ტერიტორიების მცოცავი ანექსია გრძელდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობები მძიმდება“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტთან ინტერვიუში.



ბეჭდვა