საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვედრა გამართა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზედამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან, გერტ-ჰაინრიხარენსთან
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებზე.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, რომ ეუთო თავისი ინსტიტუტებით წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს დემოკრატიის განვითარების პროცესში.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მოვლინებისთვის და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ წარმართვის კუთხით მათი ჩართულობის მნიშვნელობას.
