დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიღება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაზისუბნის დასახლების, კალანდაძის, გორგასალის და მარტვილის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე გუმათჰესის, რაზიკაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 16 საათამდე ვარ მიიღებენ ელექტროენერგიას მესხის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის და სტურუას ქუჩების, 10:30 საათიდან 17 საათამდე ზღვისუბნის დასახლების IX და X კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის დასახლების და გურამიშვილის გამზირის, 11 საათიდან 15 საათამდე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და დოდაშვილის ქუჩების, 10:30 საათიდან 17 საათამდე ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების, ხოლო 11:30 საათიდან 18 საათამდე სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის, გლდანის VIII მიკრორაიონის, ჯანჯაღავას (ნაწილობრივ) და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლები.
