ჩვილთა 23-ე საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება დაიწყო
ჩვილთა 23-ე საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება დაიწყო
21:02 30.06.2012
ჩვილთა 23-ე საყოველთო ნათლობისთვის საბუთების მიღება საქართველოს საპატრიარქოში დღეიდან დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის ცენტრ „ძლევაი“-ში განუცხადეს, საბუთების მიღება 1-2 ივლისს, 12:00-დან 16:00 საათამდე იწარმოებს.
მათი ინფორმაციით, ნათლობის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თარიღი სავარაუდოდ, პეტრე-პავლობის მარხვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ძლევაის“ ინფორმაციით, დღეს საპატრიარქოში ნათლობასთან დაკავშირებით, 200-მდე განაცხადი შევიდა.
ჩვილთა 22-ე საყოველთო ნათლობის პირველი ეტაპი 22 აპრილს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე გაიმართა, რომელზეც პატრიარქის ნათლულთა რიცხვს კიდევ 424 ჩვილი შეემატა. მეორე ეტაპზე კი - გიორგობის დღესასწაულზე, ილია II-ის ნათლული 460 ჩვილი გახდა.
სულ უწმინდესს 11 401 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

ბეჭდვა