მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას,
მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მან სრულიად საქართველოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, პატრიარქს კი ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული, გისურვოთ ერთიანობა და ბევრი სიხარული. ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ნაკლები ზარალით დასრულებისთვის, მისი ლოცვითა და მისი კურთხევით ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა .
