ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით დღეს მოძრაობა აღდგება
ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით დღეს მოძრაობა აღდგება
16:24 25.08.2017
პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. შესაბამისად, თბილისის მერიამ ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. ყაზბეგის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.






ბეჭდვა