სამცხე-ჯავახეთში 4 სოფლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა მოხდება
სამცხე-ჯავახეთში 4 სოფლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა მოხდება
12:06 25.08.2017
300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ოკამის სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.
უკვე აშენდა ახალი სატუმბი სადგური ტუმბო აგრეგატებით. აღდგა ძველი არსებული კაშხალი, წყალმიმღები ჭა, რეზევუარი, კაშხლისა და სატუმბ სადგურის შორის არსებული კედელი.
ჩატარებული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად მუნიციპალიტეტში 4 სოფლის - ოკამის, ქარცების, აფნიასა და გოგაშენის მოსახლეობა აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 444 444 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

ბეჭდვა